როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 20 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 26 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
კრიალა
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2 · საიდენტიფიკაციო კოდი: 406125893
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია - ჰიგიენური ქაღალდის საწარმო შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სტანდარტის მიხედვით ხარისხის კონტროლისა და მართვის სისტემის შემუშავება და დანერგვა; ** საწარმოო პროცესებში ხარვეზებისა და რისკების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ** ხარისხის კონტროლის მიმართულებით თანამშრომლებისთვის მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიწოდება; აუცილებელი მოთხოვნები: ** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** სასურველია ძირითადი საწარმოო პროცესების, ნორმებისა და წესების ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების უნარი. სამუშაო განრიგი: კვირაში ექვსი სამუშაო დღე; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 18:00 სთ, შაბათი -10:00-16:00 სთ, დასვენების დღე - კვირა; სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარედ, ქიზიყის ქუჩა # 50 ბ. ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 -1500 ლარი (ხელზე ასაღები); კომენტარი/შენიშვნა: განიხილება დამამთავრებელი კურსი სტუდენტიც. შენიშვნა: დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@kriala.ge ან დამიკავშირდეთ ნომერზე: 577 20 95 90, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@kriala.ge გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ხარისხის მონიტორინგის მენეჯერი
თეგეტა მოტორსი
საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი
ჩერნოვეცკის ფონდი
≈ 1000–5000 $