⚠ მონახაზი
ეს ტექსტი ჯერ იურისტს არ გადაუმოწმებია.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო ცვლილება: 2026-10-23
1. რას ვინახავთ
- შენი CV: ინახება მხოლოდ მაშინ, როცა ანგარიშში შეინახავ. ეს შენ მიერ ჩაწერილი ტექსტია ჩვენს ბაზაში და მას მხოლოდ შენ ხედავ. სანამ არ შეინახავ, დრაფტი რჩება შენს ბრაუზერში.
- ანგარიში: ელფოსტის მისამართი (და შესვლის მონაცემები).
- შეკვეთები: შეკვეთის კოდი, თანხა, სტატუსი და გადახდის თარიღები Pro ვერსიისთვის.
- AI-ის გამოყენება: რამდენი მოთხოვნა გაკეთდა და რა ზომის იყო (ტოკენების რაოდენობა), რათა დღიური ლიმიტები და ხარჯი გავაკონტროლოთ. CV-ის შინაარსს არასდროს ვწერთ ლოგებში.
- CV-ის შემოწმებაზე ატვირთული ფაილი: იკითხება ერთხელ, მეხსიერებაში, და არ ინახება.
- სამუშაოს პრეფერენციები: შენ მიერ მითითებული პრეფერენციები ინახება მანამ, სანამ თავად არ წაშლი მათ ან შენს ანგარიშს.
2. AI და მესამე მხარე
როცა AI ღილაკს აჭერ ან CV-ს ამოწმებ, შენი ტექსტი მუშავდება ორიდან ერთ-ერთი AI პროვაიდერის API-ით: Anthropic-ის (Claude) ან Google-ის (Gemini). ისინი გთავაზობენ ვარიანტს ან CV-ს სტრუქტურას უკეთებენ. AI-ის შედეგი მხოლოდ შეთავაზებაა: რას დატოვებ, შენ წყვეტ.
Anthropic-ის API-ს ვიყენებთ ისეთი პირობებით, რომლის მიხედვითაც შენი მონაცემები მოდელების გასაწვრთნელად არ გამოიყენება.
ტესტირების ეტაპზე Google-ის Gemini API-ს უფასო გეგმით ვიყენებთ. Google-ის პირობების მიხედვით, ამ გეგმით გაგზავნილი ტექსტი შეიძლება გამოიყენონ Google-ის სერვისების გასაუმჯობესებლად და მას ადამიანიც წაიკითხავდეს. ამიტომ AI-ში არ გაგზავნო განსაკუთრებით მგრძნობიარე ინფორმაცია. გადახდილ გეგმაზე გადასვლისას ეს პირობა იცვლება და ამ გვერდს განვაახლებთ.
ვაკანსიების შესაბამისობისთვის (რჩეული ვაკანსიები და შეტყობინებები) ვაკანსიის ტექსტი და შენი CV-ისა და პრეფერენციების მოკლე შეჯამება (სასურველი სამუშაო, თანამდებობა, გამოცდილება, უნარები, განათლება, ენები) იგზავნება Google-ის მოდელებში: embedding მოდელი მათ რიცხვებად გარდაქმნის, შეფასების მოდელი კი ირჩევს, რომელი ვაკანსია უფრო შეესაბამება. პრეფერენციებიდან მიღებული რიცხვები და ვაკანსიების რიცხვები ინახება ჩვენს ბაზაში და მხოლოდ შესაბამისი ვაკანსიების საპოვნელად გამოიყენება. ამ მოთხოვნაზეც ვრცელდება Google-ის ზემოთ აღწერილი პირობები.
3. მონაცემების წაშლა
ანგარიშის წაშლა შეგიძლია გვერდზე „ჩემი CV-ები“. ეს სამუდამოდ წაშლის შენს ანგარიშს, შენახულ CV-ებს და AI-ის გამოყენების ჩანაწერებს.
შეკვეთები ანონიმურად ინახება. გადახდის ჩანაწერებს ვინახავთ სააღრიცხვო და სამართლებრივი მიზეზებით. ანგარიშის წაშლისას შეკვეთები შენთან აღარ არის დაკავშირებული: ანგარიშთან კავშირი იშლება და რჩება მხოლოდ შეკვეთის კოდი, თანხა, პროდუქტი, სტატუსი და თარიღები. სახელი, ელფოსტა და CV აღარ რჩება.
4. ანალიტიკა
ვითვლით ანონიმურ მოვლენებს (მაგ.: გვერდი გაიხსნა, PDF ჩამოიტვირთა), რათა გავიგოთ, სად ექცევა მომხმარებელი სირთულეს. cookie-ებს არ ვიყენებთ და სხვა საიტებზე არ გადევნებთ.
მოვლენა შეიცავს მხოლოდ სახელს, დროს და, თუ შესული ხარ, ანგარიშის იდენტიფიკატორს, ან შემთხვევით ნომერს, რომელიც ბრაუზერის ჩანართის დახურვისას იკარგება. CV-ის შინაარსს მოვლენებში არასდროს ვწერთ. ანგარიშის წაშლისას მოვლენები ანონიმური ხდება.
5. ბანკის გადარიცხვა
გადახდა ხდება ბანკის გადარიცხვით. გადარიცხვას ვხედავთ ჩვენს საბანკო ანგარიშზე (გადამხდელის სახელი, თანხა, შენი კომენტარი) და ამ ინფორმაციას ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რასაც სააღრიცხვო წესები მოითხოვს.
6. კონტაქტი
JobLab. კითხვებისთვის და მონაცემების წაშლისთვის მოგვწერე: cvstudio@gmail.com