IT მხარდაჭერის სპეციალისტი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 13 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 13 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 18 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ITConnect
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"IT Connect" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის (IT Support) პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00); ** მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი. ძირითადი მოვალეობები: ** ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების კონფიგურაცია, მონიტორინგი და დიაგნოსტირება; ** საოფისე პროგრამების, ელექტრონული ფოსტის, პრინტერებისა და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია; ** სასტუმროს პროგრამების (Opera, Micros, Simphony, MC) მხარდაჭერა, HRS-თან კომუნიკაცია და თიქეთების მართვა; ** მომხმარებლების ობიექტებზე პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტების განხორციელება; ** სატელეფონო სადგურებისა და აპარატების კონფიგურაცია და დიაგნოსტირება; ** საკონფერენციო ოთახების აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტექნიკის შერჩევა, აწყობა და გამართვა; ** Helpdesk სისტემაში ინციდენტების რეგისტრაცია და თიქეთებზე დროული რეაგირება; ** მონიტორინგის სისტემის მართვა, მოწყობილობებისა და სენსორების კონფიგურაცია; ** Dashboard-ებისა და Alert-ების ადმინისტრირება; ** სერვერებისა და ფაილ-სანახების Offline ბექაფების აღება, აღდგენა და მონიტორინგი; ** ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები, Firewall-ები) კონფიგურაცია და ქსელის ოპტიმიზაცია; ** ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია; ** სისტემის ლოგების შემოწმება, ანალიზი და პრობლემებზე დროული რეაგირება; ** საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე კაბელის გაყვანა და ტექნიკის მონტაჟი; ** კრიტიკულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით; ** კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელური მოწყობილობების კარგი ცოდნა; ** Helpdesk და მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** ვიდეოკამერებისა და IT ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის/დიაგნოსტირების ცოდნა; ** ქსელური მოწყობილობების (Router, Switch, Firewall) კონფიგურაციის ცოდნა; ** ბექაფებისა და სისტემური ლოგების მართვის გამოცდილება; ** ტექნიკური პრობლემების სწრაფად დიაგნოსტირებისა და ოპერატიულად გადაჭრის უნარი; ** პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაციის გამოცდილება. დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: ** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ; ** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); ** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; ** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გერმანულენოვანი მხარდაჭერის სპეციალისტი – Zalando
CMX Solutions
საკრედიტო მხარდაჭერის და ადმინისტრირების სპეციალისტი
ინტელექსპრესი

