Affiliate/CRM მარკეტინგის სპეციალისტი
- გამოცდილება
- 3 წელი
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 16 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 22 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Talkpal
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 5
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით. "Talkpal"-ის პროდუქტების (iOS, Android, Web, Business) CRM, Email და Affiliate მარკეტინგის განვითარებისთვის ვეძებთ Affiliate/CRM მარკეტინგის სპეციალისტს , რომელიც დისტანციურად იმუშავებს Lifecycle კომუნიკაციებსა და Affiliate პროგრამის მართვაზე. შენი ძირითადი სამუშაო: ** Email მარკეტინგული კამპანიების შექმნა, გაშვება და ოპტიმიზაცია; ** Push შეტყობინებებისა და In-App კომუნიკაციების დაგეგმვა და გაშვება; ** მომხმარებელთა სეგმენტაცია და პერსონალიზებული კომუნიკაციების აწყობა; ** A/B ტესტირება და შედეგების ანალიზი; ** Affiliate პროგრამის მართვა საერთაშორისო ბაზარზე: ახალი პარტნიორების მოძიება, სტანდარტული პირობებით კომპანიის Affiliate პლატფორმაზე მათი რეგისტრაცია (Onboarding), მხარდაჭერა და შედეგების მონიტორინგი; ** CRM და Performance არხებში ზრდის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების შემუშავება; ** რეპორტინგი, დეშბორდების (Dashboards) აწყობა და მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება; ** პროდუქტისა და მარკეტინგის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა კამპანიების დაგეგმვისა და სინქრონიზაციის მიზნით. შენ მოგაქვს: ** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება CRM, Lifecycle, ან Growth Marketing-ის მიმართულებით; ** Affiliate მარკეტინგული არხების მართვისა და მასშტაბირების პრაქტიკული გამოცდილება; ** CRM პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება; ** Push შეტყობინებებთან მუშაობის გამოცდილება; ** პროდუქტისა და მარკეტინგული ანალიტიკის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის მაღალ (C1/C2) დონეზე ფლობა. რატომ უნდა შემოგვიერთდე: ** გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის; ** გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება; ** მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი. დამატებითი ინფორმაცია: ** ადგილმდებარეობა: Remote; ** დასაქმების ტიპი: კონტრაქტორი (B2B / მომსახურების ხელშეკრულება). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს "Talkpal, Inc."-ის თქვენთან შესაძლო სამომავლო ურთიერთობის მიზნით. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://zurl.to/x2ln?source=jobs.ge
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
Performance მარკეტინგის სპეციალისტი
Janzen Ventures
ციფრული მარკეტერი
თიბისი დაზღვევა
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი