- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- დამწყები
- განთავსდა
- 24 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 22 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 28 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ბს/2 ჯორჯია
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 6 · საიდენტიფიკაციო კოდი: 205274291
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ATM და POS საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის პოზიციაზე თელავში . " ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, " Penki Kontinentai " ჯგუფის, შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის. ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More სამუშაო პირობები: ლოკაცია: თელავი სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00 (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: 1,250–1,850 ლარი (ხელზე ასაღები), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად ლოიალობის პროგრამა: ანაზღაურების ავტომატური ზრდა. ძირითადი მოვალეობები: ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია; ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება; მოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვა; მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება; ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა; EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია. მოთხოვნები: დაბალი წვის ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა. ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN); კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა; სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით. ჩვენ გთავაზობთ: შესრულებული სამუშაოს შესაბამისად საბონუსე სისტემას; საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას; პარკირების ხარჯების ანაზღაურებას; ავტომობილის დაზღვევის 100%-იან დაფინანსებას 6 თვის შემდეგ; ჯანმრთელობის დაზღვევის 100%-იან დაფინანსებას 6 თვის შემდეგ; Fitpass-ის 50%-იან თანადაფინანსებას 6 თვის შემდეგ; სამსახურებრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/VrQwlg4c გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით
ბს/2 ჯორჯია
ტექნიკური განყოფილების უფროსი
ტავ ჯორჯია
