ლექტორი Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- გამოცდილი
- განთავსდა
- 23 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 9 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 15 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
სასწავლო ცენტრი 10x
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 3
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
„10X“ Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აცხადებს ვაკანსიას ლექტორის პოზიციაზე. „10X“-ის Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ეძებს მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნითა და ინდუსტრიული გამოცდილებით ხელი შეუწყონ ახალი თაობის Front-end დეველოპერების პროფესიულ ზრდას. პოზიცია მოითხოვს როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების სიღრმისეულ ცოდნას, ისე რეალურ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას და სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხით წარმართვის უნარს. სამუშაო ფორმატი: დისტანციური სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი (შეთანხმებით) ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და სამუშაო დატვირთვაზე ძირითადი მოვალეობები: Front-end დეველოპმენტის მიმართულებით სასწავლო პროცესის გაძღოლა: თეორიული და პრაქტიკული ლექციების ჩატარება; სასწავლო მასალების, პრეზენტაციების, ქვიზებისა და დავალებების მომზადება/განახლება; სტუდენტების მიერ შესრულებული დავალებებისა და პროექტების შეფასება და კონსტრუქციული უკუკავშირის (Feedback) მიწოდება, კოდრევიუს (Code Review) სესიებში მონაწილეობა; სტუდენტებისთვის რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებული პრაქტიკული გამოწვევების გაზიარება და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარის განვითარება; სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგი და პროფესიული კონსულტირება; სასწავლო პროცესის ხარისხის სტანდარტების დაცვა და პროგრამის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება Front-end დეველოპმენტის მიმართულებით; სიღრმისეული ცოდნა და მუშაობის გამოცდილება შემდეგ ტექნოლოგიებთან: HTML5, CSS3, SASS/SCSS, Tailwind, Bootstrap JavaScript (Vanilla JS), React.js, TypeScript Express.js, MongoDB Agile/Scrum გარემოში მუშაობის გამოცდილება; სასურველია სწავლების, ტრენინგების ჩატარების ან Junior დეველოპერებთან მუშაობის/მენტორინგის გამოცდილება; გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი. რას ვეძებთ კანდიდატში: ადამიანს, რომელსაც სურს სტუდენტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მათთან ერთად შედეგზე მუშაობა; პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც დროს ეფექტურად გეგმავს; ადამიანს, რომელიც მუდმივად ვითარდება და ინტერესდება ახალი ტექნოლოგიებით. შერჩევის ეტაპები და ვადები: დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: mari.kupatadze@10x.edu.ge მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: რეზიუმე (CV); ნამუშევრების პორტფოლიო / GitHub პროფილის ბმული; სასურველია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან სერტიფიკატი). შენიშვნა: გთხოვთ, ელ-ფოსტის subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ,,Front-end დეველოპმენტი-ლექტორი”.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
პროგრამული უზრუნველყოფისა და IT ხელმძღვანელი
მედ-დიაგნოსტიკა
პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი
თიბისი ლიზინგი
ლოიალურობის პროგრამის მენეჯერი
საქართველოს ბანკი
