როგორ მივმართო
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 22 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 27 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Real Palace Development
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"Real Palace Development" სამშენებლო სფეროში 2011 წლიდან მოღვაწე უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 12-ზე მეტი განხორციელებული პროექტი აქვს. "Real Palace" აცხადებს ვაკანსიას AI სპეციალისტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად ძირითადი მოვალეობები ** არქიტექტურული ნახაზების, 3D მოდელებისა და ტექნიკური დავალებების საფუძველზე AI ინსტრუმენტების გამოყენებით მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური რენდერების და ვიდეოების შექმნა; ** არქიტექტურული პროექტების ექსტერიერისა და ინტერიერის ვიზუალიზაციების მომზადება; ** არსებული არქიტექტურული კონცეფციის, მასშტაბის, მასალების, განათებისა და სივრცის ზუსტად გადმოტანა ვიზუალურ მასალაში; ** AI ინსტრუმენტების გამოყენებით ვიდეო რენდერების, ანიმაციებისა და მოკლე ვიდეოკონტენტის შექმნა; ** არქიტექტურული პროექტებისთვის სოციალური მედიის შესაბამისი ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა; ** Instagram, Facebook და სხვა ციფრული არხებისთვის კრეატიული ვიზუალების, ბანერების, ვიდეოების, პოსტებისა და სარეკლამო მასალების მომზადება; ** არსებული ვიზუალების AI ინსტრუმენტების საშუალებით დამუშავება, გაუმჯობესება და კრეატიულად განვითარება; ** ახალი პროექტებისთვის სხვადასხვა ვიზუალური კონცეფციისა და კრეატიული მიმართულების შემუშავება; ** მარკეტინგისა და არქიტექტურის გუნდებთან თანამშრომლობა; ** თანამედროვე AI ინსტრუმენტებისა და ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების მუდმივი შესწავლა და სამუშაო პროცესში მათი ეფექტურად გამოყენება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** AI ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური არქიტექტურული რენდერების შექმნის უნარი; ** AI ვიდეო ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** Photoshop-ის, Illustrator-ის ან მსგავსი დიზაინის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** სოციალური მედიისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნის გამოცდილება; ** ფერის, განათების, კომპოზიციისა და ვიზუალური სტილის კარგი შეგრძნება; ** არქიტექტურული პროექტის მარკეტინგულად მიმზიდველ ვიზუალურ კონტენტად გარდაქმნის უნარი. AI ინსტრუმენტები: კანდიდატს სასურველია ჰქონდეს გამოცდილება თანამედროვე AI პლატფორმებთან, როგორიცაა Higgsfield AI; Midjourney ; Flux; Adobe Firefly, ChatGPT, Runway, Kling AI, Luma AI; Blender და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები, ასევე AI-ის ინტეგრირება 3D და არქიტექტურული ვიზუალიზაციის პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პლატფორმების ცოდნა, არამედ AI ინსტრუმენტების პროფესიონალურად გამოყენების უნარი — არქიტექტურული იდეის მაღალი ხარისხის, ფოტორეალისტურ და მარკეტინგულად ეფექტურ ვიზუალურ და ვიდეოკონტენტად გარდაქმნა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@realpalace.ge
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტერიტორიული გაყიდვების სპეციალისტი
Financial Chain Corporation