რეგისტრატორი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 22 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 28 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
საქართველოს კლინიკები
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 12 · საიდენტიფიკაციო კოდი: 404476205
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. "საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს! "საქართველოს კლინიკები" აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას თელავში სამუშაოს ადგილმდებარეობა: თელავი, სეხნიაშვილის N1 სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი კვირაში 5 დღე ` ძირითადი მოვალეობები: ** სამედიცინო დაწესებულებაში, პაციენტების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა; ** პაციენტის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ** პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია; ** პაციენტის ბარათის გახსნა/რედაქტირება, ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად: ** პაციენტების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება, კერძო დაზღვევის შემთხვევაში, მიმართვების გადამოწმება და შიდა პროგრამაში მონაცემების დაფიქსირება; ** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება; ** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, განიხილებიან სტუდენტებიც; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირების უნარი; ** პრობლემის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი; ** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 ნოემბერი, 2026. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "რეგისტრატორი თელავში" "საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
- მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
- ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
- დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
რეგისტრატორი
ევექსი
გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის რეგისტრაციის სპეციალისტი
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
რეგისტრატორი
რეპროარტი

