როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- საშუალო
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 21 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 26 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
არქ-კონი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
კომპანია „არქ-კონი“ აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე. კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. არქ-კონის სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. არქ-კონი მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით. სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ჩანტლაძის ქ. #11გ. სამუშაო განაკვეთი: სრული; (ორშაბათი-შაბათის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე) ძირითადი მოვალეობები: სამშენებლო პროექტების მიხედვით ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი, მოცულობების დათვლა და BOQ-ის დეტალური დამუშავება; პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა; სამუშაოების შესრულების გრაფიკის მომზადება BOQ-ის საფუძველზე; სამუშაოებისა და მასალების საბაზრო ფასების კვლევა, განფასებების მომზადება და ოპტიმიზაცია; სატენდერო პაკეტების მომზადება, შემოსული წინადადებების შედარებითი ანალიზი და შეფასება; მიმდინარე დანახარჯების კონტროლი, ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის მონიტორინგი და ანალიზი; შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ასახვა; შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მიხედვით ჩამოწერის აქტის მომზადება; მშენებლობის პროცესში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო ხარჯების შედარება საბიუჯეტო ხარჯებთან; ცვლილებების ხარჯთაღრიცხვის მომზადება და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა; ტექნიკურ, არქიტექტურულ და საინჟინრო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური, ფინანსური ან ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით); მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; სამშენებლო ტექნოლოგიების ცოდნა (საფასადე სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების (MS Word & Excel, MS Project) ცოდნა; AutoCad/ ArchiCad (ნახაზების/პროექტების წაკითხვის დონეზე); ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტური მართვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ: ჯანმრთელობის დაზღვევას; FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობას; კორპორატიული ნომერი (ულიმიტო სასაუბრო წუთები) კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს; მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. ფიქსირებული ანაზღაურება (Net): 2000 – 2500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად). როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს? თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე k.orvelashvili@arch-con.ge -ზე გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
უმცროსი ფინანსური სპეციალისტი
TAZE Technologies
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
ტექნიკური სპეციალისტი
ბარისტო
თბილისი
სტაჟირება შესყიდვების სპეციალისტის მიმართულებით
გრიდ ქონსთრაქშენი
თბილისი


