როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 3 წელი
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 19 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 25 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Ave.New-ახალი გამზირი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
- დეველოპერული კომპანია შპს ,,ქეფითალ სითი გრუფ ინვესთ’’-ი Ave.New -ახალი გამზირი, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მშენებლობის ზედამხედველი
- მოვალეობები:
- გაეცნოს და შეისწავლოს სამშენებლო პროექტი, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სტანდარტები და სტანდარტული კვანძების მოწყობის წესები;
- ობიექტზე ყოველდღიურად აკონტროლოს სამშენებლო პროცესები და შეასრულოს საზედამხედველო მოვალეობები;
- აკონტროლოს სამშენებლო სამუშაოების ხარისხი და ვადები;
- მუდმივად შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა;
- ობიექტზე აკონტროლოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დარღვევის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
- აზომოს ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები;
- მოითხოვოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისგან სამშენებლო ნორმების დაცვა;
- გამოავლინოს ობიექტზე სტანდარტებიდან გადახვევა, დაუდევრობით ან გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეული ცვლილებების არსებობა და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- მოაწეროს ხელი ფარული სამუშაოების ოქმებს;
- დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს დარღვევების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სამშენებლო ვადების და ღირებულების ცვლილება;
- დაესწროს დაკვალვის სამუშაოებს და აკონტროლოს სამუშაო პროცესი;
- სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას აღმოაჩინოს და დაარეგისტრიროს დაუსრულებელი ან/და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, აცნობოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს და უშუალო ხელმძღვანელს;
- აკონტროლოს ხარვეზის გამოსწორება და ტემპები;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
- მინიმუმ ერთი დასრულებული მრავალბინიანი პროექტის მართვის გამოცდილება;
- აუცილებელია Cad (AutoCad; ArchiCad), MS Office პროგრამების ცოდნა;
- სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
- სამუშაო გამოცდილება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
- პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
უმცროსი მშენებლობის ზედამხედველი
ბიოგრაფი ლივინგ


