როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- კონტრაქტი
- გამოცდილება
- 5 წელი
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 20 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 26 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Biji Architecture
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
- კომპანია "Biji Architecture" აცხადებს ვაკანსიას ურბანისტის პოზიციაზე.
- ვეძებთ გამოცდილ ურბანისტს, რომელიც ჩაერთვება ურბანული დაგეგმარების პროექტების კვლევის, კონცეფციის შემუშავების, დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამის უწყებებთან შეთანხმების პროცესში.
- ძირითადი მოვალეობები:
- ** ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი განვითარების კონცეფციების შემუშავება;
- ** განაშენიანების რეგულირების გეგმისა (გრგ) და განაშენიანების დეტალური გეგმის (გდგ) დოკუმენტაციის მომზადება;
- ** მოქმედი კანონმდებლობის, ტექნიკური რეგლამენტებისა და ქალაქგეგმარებითი მოთხოვნების შესწავლა და პროექტებში გათვალისწინება;
- ** ადგილობრივ თვითმმართველობასთან, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა;
- ** საპროექტო ტერიტორიის ფიზიკური, ურბანული, სამშენებლო და გარემოსდაცვითი მახასიათებლების კვლევა და ანალიზი;
- ** მიწის გამოყენების, ფუნქციური ზონირების, განაშენიანებისა და სივრცითი განვითარების სქემების მომზადება;
- ** ტრანსპორტის მოძრაობის, საფეხმავლო კავშირებისა და მობილობის ძირითადი სქემების შემუშავება;
- ** გარემო და გეოგრაფიული ფაქტორების, მათ შორის მზის ინსოლაციის, რელიეფისა და კლიმატური პირობების ანალიზი და მოდელირება;
- ** მდგრადი განვითარების პრინციპების საპროექტო გადაწყვეტილებებში ინტეგრირება;
- ** პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების პროცესის მართვა;
- ** შესაბამისი კვალიფიკაციის კონსულტანტებისა და ქვეკონტრაქტორების მოძიება, შერჩევა და მათთან კომუნიკაცია;
- ** პროექტში ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის მომზადება და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
- ** პროექტის პრეზენტაციების, გრაფიკული მასალებისა და განმარტებითი დოკუმენტაციის მომზადება.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ** უმაღლესი განათლება ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის, სივრცითი დაგეგმარების ან შესაბამისი მიმართულებით;
- ** ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის, პროექტების მართვის ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება;
- ** გრგ-ის, გდგ-ის ან სხვა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის მომზადებისა და შეთანხმების გამოცდილება;
- ** საქართველოს ქალაქგეგმარებითი და სამშენებლო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
- ** ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მუშაობის გამოცდილება;
- ** საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ურბანისტი
Studio 9