დღის ექთანი ოფთალმოლოგიაში
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 19 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 19 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 24 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ნიუ ჰოსპიტალსი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 9
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა " ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი " აცხადებს ვაკანსიას დღის ექთნის პოზიციაზე. გახდი ჩვენი გუნდის წევრი! საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: უმაღლესი ან საშუალო პროფესიული სამედიცინო განათლება — პროფესია: ექთანი; ** გამოცდილება: ოფთალმოლოგიურ სექტორში ან საოპერაციო ბლოკში ექთნად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია ინტრავიტრეალურ ინექციებთან/ავასტინის პროცედურებთან მუშაობის გამოცდილება); ** პროფესიული ცოდნა: ოფთალმოლოგიური პროცედურების, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის თანამედროვე სტანდარტების/პროტოკოლების ცოდნა; ** უნარები: გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი. ძირითადი მოვალეობები: ** ოფთალმოლოგიურ პაციენტთა მომზადება ინტრავიტრეალური ინექციისთვის; ** ექიმის ასისტირება ავასტინის ინექციისა და სხვა თვალის პროცედურების მიმდინარეობისას; ** საინექციო/საოპერაციო ზონის, ინსტრუმენტებისა და მასალების მომზადება ასეპტიკის წესების სრული დაცვით; ** ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტების მკაცრი დაცვა; ** პაციენტთა მეთვალყურეობა პროცედურის შემდგომ პერიოდში და მათთვის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; ** შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება. პიროვნული თვისებები: ** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მაღალი ორგანიზებულობა და აკურატულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი. განაცხადის შეტანის წესი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 19.11.2026 -მდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@newhospitals.ge . გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. "დღის ექთანი". თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
დღის ექთანი / პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტი
ჟორდანიას კლინიკა
თბილისი · ≈ 1100 ₾
დღის ექთანი - პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტი
ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა
ექთანი ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა
თბილისი
