სამშენებლო პროექტის მენეჯერი
- დასაქმების ტიპი
- კონტრაქტი
- გამოცდილება
- 5 წელი
- განთავსდა
- 28 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 28 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 3 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ბიოგრაფი ლივინგ
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 3 · საიდენტიფიკაციო კოდი: 404658731
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" ბიოგრაფი ლივინგ " აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამშენებლო პროექტის მენეჯერი , ქალაქში - თბილისი. ძირითადი მოვალეობები: ** პროექტის სრული ციკლის მენეჯმენტი; ** საპროექტო ნახაზების რევიზიასა და დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება; ** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა, ჩატარებული ტენდერის დეტალური ტექნიკური/ფინანსური ანალიზი და რისკების შეფასება; ** პროექტში შესასრულებელი სამუშაოების, ბიუჯეტებისა და ვადების შემუშავება და კონტროლი; ** შეთანხმებული ბიუჯეტის მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა; ** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება, განახლება და იმპლემენტირება; ** კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და პროექტში ყველა სხვა ჩართული მხარეების კოორდინირება; ** პროექტის სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის დადგენილ ვადებში უზრუნველყოფა და მართვა; ** საერთო ხარჯთაღრიცხვიდან შემსრულებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ფორმა 2-ის შემოწმება, ანალიზი და დადასტურება; ** პროექტის ფარგლებში წარმოშობილი საკითხების ანალიზი და სათანადო რეაგირება; ** რისკების შეფასება, იდენტიფიცირება და მართვა; ** პროექტის მონიტორინგი და რეპორტინგი, მიმდინარე პროცესების ანალიზი და გადაწყვეტილების მიღება; ** პროექტის უსაფრთხოების ნორმების დაცვის და გარემოს დაცვითი ღონისძიებების მკაცრი კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია სამშენებლო მენეჯმენტის, ინჟინერიის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე დისციპლინაში; ** პროექტების მართვის მეთოდოლოგიები (Agile, Waterfall, Scrum); ** სასურველია: PMP/PRINCE2 სერტიფიკატი; ** პროგრამების ცოდნა: MS Project (კარგი დონე); AutoCAD, ArchiCAD (ბაზისური ცოდნა); Excel (კარგი დონე); MS Office; ** სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი; ** ქართული (სრულყოფილი); ** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3-დან 5 წლამდე სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების დეველოპმენტში ან სამშენებლო პროექტების მართვაში. პიროვნული უნარ-ჩვევები ** ლიდერობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირების უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** მოქნილი ცვლილებების მიმართ. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0xiX9Nve
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სარემონტო პროექტების მენეჯერი
ამბრელა ჯგუფი
≈ 2000 ₾
საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი
ჩერნოვეცკის ფონდი
≈ 1000–5000 $
კატეგორიის მენეჯერი
ციტადელი