როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- საშუალო
- განთავსდა
- 24 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 22 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 28 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ციტადელი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 5 · საიდენტიფიკაციო კოდი: 404924285
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal" და სხვა. კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. "ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com ძირითადი მოვალეობები:
- სამსახურის წლიური შესყიდვების გეგმის მიხედვით კატეგორიის პროდუქციის შესყიდვა და მოწოდების ციკლის ზედამხედველობა;
- კატეგორიის გაყიდვების ყოველდღიური მონიტორინგი, სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზრის კვლევა და კონკურენტების ასორტიმენტისა და ფასების ყოველკვირეული ანალიზი.
- გაყიდვების სამსახურთან მუდმივი კონტაქტი მოთხოვნად პროდუქციასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით;
- მარაგების ეფექტური გადანაწილების დაგეგმვა/კონტროლი;
- ფილიალებიდან და საწყობიდან პროდუქციის შეკვეთის საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეკვეთების დამუშავება;
- მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან, კატეგორიის ასორტიმენტზე და მათზე ფასების შეთანხმება;
- პროექტული შესყიდვების განხორციელება პარტნიორ კომპანიებთან;
- შესყიდვის დოკუმენტების მომზადება და პროგრამულად ასახვა/ელ-ფოსტით გაგზავნა;
- ალტერნატიული მომწოდებლების ბაზების ფორმირება და მუდმივი განახლება;
- კატეგორიის ბმული პროდუქტების გამოვლენა და შემდგომი შესყიდვის პროცესის დაგეგმვა;
- გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად სხვადასხვა ტიპის აქციების ეფექტური დაგეგმვა და ორგანიზება;
- გაყიდვების თანამშრომლებთან ერთად მომხმარებლებთან შევხედრებზე გასვლა.
ძირითადი მოთხოვნები
- აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
კატეგორიის მენეჯერი
ციტადელი
საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი
ჩერნოვეცკის ფონდი
≈ 1000–5000 $
საწყობის მენეჯერი საავიაციო ტერმინალში
საქართველოს ფოსტა
