როგორ მივმართო
- განთავსდა
- 13 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 13 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 19 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Go-Playgrounds
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 6
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს " გოუ-ფლეიგრაუნდს "-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი (ფინანსური მიმართულებით) სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი , გაგარინის N 2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით. ანაზღაურება: 1500 ლარიდან , გამოცდილების მიხედვით ** ფინანსური პროცედურებისა და გადახდების მხარდაჭერა და კონტროლი. ** ინვოისების, ხელშეკრულებებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების წარმოება. ** გასაგზავნი ინვოისების მომზადება; მიღებული ზედნადებებისა და ინვოისების მუდმივი მონიტორინგი rs.ge-სა და შესაბამის დეპარტამენტებთან. ** არსებული დავალიანებების მუდმივი მონიტორინგი და აღმასრულებელი დირექტორისთვის დროული რეპორტინგი. ** ხელმძღვანელისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა. ** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია (საჭიროებისამებრ). ** ხელფასების, გადახდებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ანალიზი და შესაბამისი ტრანზაქციების წარმოება. ** კომპანიის ყოველთვიური და კვარტლური ქეშფლოუს (Cash Flow) მომზადება. ** აღმასრულებელი დირექტორის მხარდაჭერა და სხვადასხვა ღონისძიებისთვის საჭირო მასალების მომზადება. ** აღმასრულებელი დირექტორის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით). ** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სავალდებულოა). ** საბაზისო ცოდნა საბუღალტრო პრინციპების შესახებ. ** ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად. პიროვნული უნარები: ** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** თავდაჯერებულობა ** ორგანიზებულობა თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი (ფინანსური მიმართულებით). რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში. "გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ფინანსური ანალიტიკოსი
ზედაზენი 2012
ფინანსური ანალიტიკოსი
ქართული ლუდის კომპანია
ფინანსური მენეჯერი
კაფელის სახლი