როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 18 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 24 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
აჭარა ტექსტილი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს „აჭარა ტექსტილი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: საწარმოში ძირითადი საშუალებებისა და მარაგების რეგულარული ინვენტარიზაციების დაგეგმვა, მათი ჩატარების უზრუნველყოფა და პროცესის მონიტორინგი; ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი. ფიზიკურ და პროგრამულ ნაშთებს შორის აცდენის აღმოჩენის შემთხვევაში, მოკვლევა და მიზეზის დადგენა; ინვენტარიზაციის შედეგების პასუხისმგებელ პირებთან გავლა და დოკუმენტირება; ინვენტარიზაციის პროცესის გამართვასა და დახვეწაში მუდმივი ჩართულობა; უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა; საკუთარი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილების განხორციელება. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი); საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel); ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. ბუღალტრული პროგრამის (ორისი) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარ-ჩვევები: სწრაფი ადაპტაციის უნარი; ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; სისწრაფე და მოქნილობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Akaki.buadze@ajaratextile.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი - ინვენტარიზაციის სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
≈ 1500 ₾
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი