საერთაშორისო პაციენტებთან/პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
კომპანია
- განთავსდა
- 9 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 9 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 15 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
აღწერა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო პაციენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ლოკაცია: თბილისი; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30. სამუშაო აღწერილობა: მკურნალობის პროგრამების გაყიდვების ზრდა: ** ახალი საერთაშორისო პარტნიორებისა (B2B) და პაციენტების (B2C) მოზიდვა ყველა შესაძლო ინსტრუმენტის და არხის გამოყენებით, რაც კლინიკის მომსახურებების პოპულარიზაციასა და პროგრამების გაყიდვების ზრდას უზრუნველყოფს; ** პაციენტებისა და პარტნიორებისთვის მომსახურების პაკეტების შეთავაზება, პირობების დეტალური გაცნობა და მათი დაინტერესება კლინიკის სერვისებით; ** საერთაშორისო პარტნიორებისა და პაციენტების ნდობის მოპოვება და მათი ლოიალობის გაძლიერება, რაც კლინიკის შემოსავლების ზრდის საფუძველს წარმოადგენს. მარკეტინგულ საქმიანობაში ჩართულობა: ** კლინიკის მიერ ორგანიზებულ სემინარების, კონფერენციების, გამოფენებისა თუ ვებინარების ორგანიზებაში ჩართულობა და მონაწილეობა; ** მიზნობრივ ქვეყნებში პოტენციური პაციენტებთან შეხვედრების ან/და ღონისძიებების ორგანიზება და მონაწილეობა. პარტნიორებთან და პაციენტებთან კომუნიკაცია: ** სააგენტოებთან, აგენტებთან და პაციენტებთან ურთიერთობის დამყარება და შეუფერხებელი კომუნიკაციის უზრუნველყოფა პროგრამების გაყიდვის პროცესში; ** საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** ნეგატიური უკუკავშირის შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირება, გამოსწორება და კეთილგანწყობის აღდგენა. ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი: ბილინგ მენეჯერთან ერთად მკურნალობის პაკეტების ან შეთანხმებული ინვოის (ებ)ის შექმნა და ჩარიცხვების მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენა — B2; ** რუსული ენა — B2; ** აუცილებელია რეპროდუქციული მედიცინის კლინიკაში უშუალოდ გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ მითითებული ბმული: https://forms.gle/WbGghVXASpmmqMuTA
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
პაციენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი
ჯეო ჰოსპიტალსი
პარტნიორებისა და ზრდის / B2B მენეჯერი
ლაიქ ჰაუსი
ბათუმი
