ხარისხის მართვის და მონიტორინგის სამსახურის უფროსი
- გამოცდილება
- 5 წელი
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 20 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 26 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ალტა
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 9
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ხარისხის მართვის და მონიტორინგის სამსახურის უფროსი. ჩვენ ვართ ალტა, ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენ მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში, მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების. ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის 104 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30სთ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომსახურების ხარისხის მართვის სტრატეგიის, პოლიტიკისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მართვა; ** მომსახურების სტანდარტების შემუშავება და განახლება ფილიალების, ქოლ-ცენტრის, ონლაინ მაღაზიის, მიწოდება/ინსტალაციისა და სერვის ცენტრისთვის, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით; ** შეფასების სისტემის და ხარისხის KPI-ების შექმნა, სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრა; ** მისტიური მყიდველის პროგრამის მართვა, ფილიალების აუდიტები, ქოლ-ცენტრის ზარებისა და ჩატების შეფასება, ონლაინ მაღაზიის მომხმარებლის გამოცდილების, სერვის ცენტრისა და საგარანტიო პარტნიორების მონიტორინგი; ** საჩივრებისა და უკუკავშირის (NPS/CSAT, სოციალური მედია, შეფასების პლატფორმები) ანალიზი, ძირეული მიზეზების გამოვლენა და საჩივრების განხილვის პროცედურის, ვადებისა და ესკალაციის წესის შემუშავება; ** ხარისხის შედეგების ყოველთვიური ანგარიშის მომზადება, ფილიალების რეიტინგის გამოვლენა და გენერალური დირექტორისთვის პერიოდული ანგარიშგება; ** დარღვევებზე გამოსწორების გეგმების შეთანხმება ფილიალის მენეჯერებთან და შესრულების კონტროლი, ტრენინგის საჭიროებების გადაცემა L&D-სთვის, თანამშრომელთა წახალისების ინიციატივების წარდგენა; ** მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი, საუკეთესო პრაქტიკებისა და კონკურენტების სტანდარტების შესწავლა, ციფრული ინსტრუმენტების დანერგვის ინიცირება და ბიუჯეტის მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში; ** არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება ხარისხის კონტროლის, აუდიტის ან მომსახურების სტანდარტების მიმართულებით, სასურველია საცალო ვაჭრობის ან ტექნიკის ინდუსტრიის გამოცდილება; ** სავალდებულოა არანაკლებ 3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** სასურველია BI ინსტრუმენტების, ISO 9001, Lean ან Six Sigma მეთოდოლოგიის ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მონაცემების ანალიზისა და ანგარიშგების უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ** ანალიტიკური უნარი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ხარისხის მონიტორინგის მენეჯერი
თეგეტა მოტორსი
სამეურნეოს სამსახურის უფროსი
მეგარონი
ცვლილებები და მათი გავლენა ხარისხის მართვის სისტემებზე
ეს დი სი ჯგუფი