ეპიდემიოლოგი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 19 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 16 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 21 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
საქართველოს კლინიკები
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 12 · საიდენტიფიკაციო კოდი: 404476205
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" საქართველოს კლინიკები " საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. "საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს! "საქართველოს კლინიკები" აცხადებს ეპიდემიოლოგის ვაკანსიას თბილისში. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გივი ჟვანიას ქ. 3 (ციციშვილის სახ. ბავშვთა კლინიკა) სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 დღე; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი: ეპიდემიოლოგიური ანალიზისა და დიაგნოსტიკის წარმოება. ** ნოზოკომიური ინფექციების მართვა: ჰოსპიტალური (ნოზოკომიური) ინფექციების აქტიური გამოვლენა, თითოეული შემთხვევის აღრიცხვა და დადგენილი წესით შეტყობინება/რეპორტინგი. ** რისკების შეფასება: სამედიცინო პროცედურების მიმდინარეობისას ინფექციების განვითარების რისკების შეფასება და პრევენცია. ** ანტიბიოტიკორეზისტენტობის მონიტორინგი: ანტიბიოტიკოთერაპიისა და რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის მონიტორინგის სისტემის ზედამხედველობა. ** პერსონალის უსაფრთხოება: სამედიცინო პერსონალის შრომის უსაფრთხოებასა და პროფესიულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ** ხელის ჰიგიენა: ხელის ჰიგიენის სტანდარტების დაცვის მუდმივი მონიტორინგი. ** ჰიგიენურ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონაცემთა ანალიზი, მათ შორის იზოლაციურ-შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტური მართვა და მონიტორინგი. ** სტერილიზაციისა და დეზინფექციის პროცესებზე მეთვალყურეობა; ** საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პროცესის ბაქტერიოლოგიური/ბიოლოგიური კონტროლი; ** შესაბამისი პროტოკოლებით უზრუნველყოფა და პერსონალის სწავლება. ** სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო მართვა. ** სამუშაო პროცესში ეროვნული და საერთაშორისო (CDC, WHO და სხვ.) სამედიცინო პროტოკოლებისა და გაიდლაინების გამოყენება და ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვა. ** ქსელში/დაწესებულებაში შემუშავებული ზედაპირების ჰიგიენური დამუშავებისა და დეზინფექციის პრინციპების აღსრულების მონიტორინგი. ** მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ენაზე სრულყოფილი, მკაფიო და დროული ჩანაწერების წარმოება (მათ შორის ელექტრონულ/მატერიალურ ჟურნალებში). ** პაციენტის პერსონალური და სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობის სრული დაცვა. ** გუნდური მუშაობა და ზედამხედველობა. ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი ეპიდემიოლოგიის მიმართულებით; ** აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში; ** აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ეპიდემიოლოგის პოზიციაზე. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 ნოემბერი, 2026 . დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ეპიდემიოლოგი - თბილისი ციციშვილის კლინიკა". "საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
- მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა