HR ადმინისტრირების სპეციალისტი
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 25 ოქტომბერი 2026 · დღეს ბოლო დღეა
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ორი ნაბიჯი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 19 · საიდენტიფიკაციო კოდი: 204571668
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" 2 ნაბიჯი " ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 650-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით. "2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ. კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ყველა ტიპის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადებამდე შესაბამისი საფუძვლების გადამოწმება დადგენილ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით; ** პერსონალის პირადი საქმეების წარმოება, ინფორმაციის ასახვა პროგრამაში და რეესტრის განახლება; ** პერსონალის შრომითი ხელშეკრულებების და მათი ცვლილებების მომზადება, ვადების კონტროლი და ხელმოწერის პროცესის მონიტორინგი; ** პერსონალთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ბრძანებების და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება, რეესტრის წარმოება და საჭირო ხელმოწერით უზრუნველყოფის მონიტორინგი; ** პერსონალის სამუშაო ცვლების კონტროლი ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში და საჭიროების შემთხვევაში კორექტირების შეტანა; ** თანამშრომლის გათავისუფლების პროცედურასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ** გათავისუფლებული თანამშრომლების პირადი საქმეების დაარქივება; ** HR პროგრამის ტესტირებაში ჩართულობა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები: ** ბაკალავრის ხარისხი, სასურველია სოციალურ მეცნიერებათა ან/და ტექნიკური სპეციალობების მიმართულებით; ** HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** MS Office-ის კარგად ცოდნა; ** სასურველია HR Soft-ში მუშაობის გამოცდილება; თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25 ოქტომბერი, 2026 წელი . ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/grDY2rYb
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სასტუმროს მიმღების ადმინისტრატორი
სასტუმრო მუზეუმი
≈ 1000 ₾
შოურუმის ადმინისტრატორი
Anat Amoroso Fashion
≈ 50–70 ₾
