დირექტორი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- გამოცდილი
- განთავსდა
- 15 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 15 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 21 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
საქართველოს კლინიკები
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 12 · საიდენტიფიკაციო კოდი: 404476205
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" საქართველოს კლინიკები " საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. "საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს! "საქართველოს კლინიკები" აცხადებს დირექტორის ვაკანსიას ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ჰოსპიტლის სტრატეგიის განსაზღვრა და მართვა; ** ჰოსპიტლის საქმიანობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და პროცესების მართვა; ** ჰოსპიტლის შედეგების გაუმჯობესებასა და ზრდაზე ორიენტაცია; ** ბიუჯეტის მართვა (P&L); ** პაციენტთა უსაფრთხოების და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა; ** ჰოსპიტლის კულტურასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ზრუნვა. ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ჯანდაცვის მენეჯმენტის ან სამედიცინო მიმართულებით; ** პრიორიტეტულია ბიზნესის განვითარების ან/და კომერციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** პრიორიტეტულია მენეჯერულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება; ** პრიორიტეტულია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel). განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი, 2026 დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დირექტორი ქობულეთი". "საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
- მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
- ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
- დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
საოპერაციო დირექტორი
ბი ჯგუფი
გენერალური დირექტორი
STREAM
≈ 4000 ₾
დირექტორის ასისტენტი
რეალფარმა
თბილისი