როგორ მივმართო
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 30 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 5 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
STREAM
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 5
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ვაცხადებთ ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიისთვის " ELTEG" ( https://elteg.ge/ ). კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ პრევენციულ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი. პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ბიზნესის განვითარებისა და შემოსავლების ზრდის პროაქტიული მიდგომა, აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კომუნიკაციის, გადაწყვეტილებების მიღების, ანალიტიკური, გუნდური მუშაობის და ორგანიზების უნარები. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის ქ. 44 სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო გრაფიკი (09:00-18:00 სთ) ანაზღაურება: 2500-3500 ლარის ფარგლებში ძირითადი მოვალეობები: ** შესყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია, საჭირო ლიფტების, სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური აღჭურვილობის ოპტიმალური, დროული და ხარჯეფექტური შესყიდვების უზრუნველყოფაზე. ასევე, მომწოდებლებთან ეფექტური პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე, ხელსაყრელი ფასობრივი პირობების მოპოვებასა და ლოჯისტიკური პროცესების სრულყოფილ მართვაზე; ** ახალი ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, შეფასება, შერჩევა და არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება; ** მომწოდებლების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის: პროდუქციის ხარისხი, ფასი, გადახდის პირობები, მიწოდების ვადები, წარმოების შესაძლებლობები, ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობა და სხვა; ** მომწოდებელთა ბაზრის მუდმივი კვლევა, ფასების მონიტორინგი და საუკეთესო კომერციული პირობების მიღების მიზნით მოლაპარაკებების წარმოება; ** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების მომზადების, შეთანხმების, გაფორმების, შესრულების კონტროლისა და არქივირების უზრუნველყოფა; ** შესყიდვების პროცესის სრული ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება, დოკუმენტაციის მომზადება და შესრულების კონტროლი; ** საბაჟო პროცედურების კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან და საბაჟო ბროკერებთან თანამშრომლობით; ** სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების მოძიება, შეფასება, შერჩევა და მათთან თანამშრომლობის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა; ** საერთაშორისო გადაზიდვების სრული პროცესის კოორდინაცია და კონტროლი, მათ შორის მიწოდების ვადებისა და პირობების მონიტორინგი; ** მიწოდების ჯაჭვის (Supply Chain) პროცესების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაუმჯობესება; ** საწყობში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის პროცესის ორგანიზება. მარაგების მართვა, ოპტიმალური ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შევსების დაგეგმვა. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ტექნიკური მიმართულებით; ** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ან ლოჯისტიკის მიმართულებით; ** უცხო ენების ფლობა მაღალ დონეზე დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiters@thestream.ge არაუგვიანეს 2026 წლის 30 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი
ემტექნიკსი
სტაჟირება შესყიდვების სპეციალისტის მიმართულებით
გრიდ ქონსთრაქშენი
თბილისი
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
