- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- დამწყები
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 19 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 25 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
პანექსი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 5 · საიდენტიფიკაციო კოდი: 405034911
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
- სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. კომპანია ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.
- ჩვენი მიზანია, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება.
- კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელების მწარმოებელი კომპანია სს „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღრიცხვისა და დაგეგმვის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. რუსთავში.
- ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოო პროცესისთვის საჭირო ნედლეულისა და მასალების რაოდენობის დაგეგმვაში მონაწილეობა;
- წარმოებაში გამოყენებული ნედლეულისა და სახარჯი მასალების მოძრაობის მონიტორინგი და აღრიცხვა;
- წარმოების ოპერაციებისა და ფაქტობრივად გამოყენებული ნედლეულის აღრიცხვა;
- წარმოების ფაქტობრივი მაჩვენებლების დამუშავება, გადამოწმება და ანალიზი;
- ნედლეულისა და მასალების ხარჯვის ნორმატივების შედგენასა და განახლებაში მონაწილეობა;
- ფაქტობრივი დანახარჯების დადგენილ ნორმატივებთან შედარება და გადახრების გამოვლენა;
- მასალების ჩამოწერისთვის საჭირო მონაცემებისა და შესაბამისი აქტების მომზადება;
- ნედლეულისა და სახარჯი მასალების პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
- მზა პროდუქციის აღრიცხვა და საწყობიდან გაცემის პროცესის კონტროლი;
- კლიენტებისთვის გადაცემული პროდუქციის რაოდენობრივი აღრიცხვა და შესაბამის დოკუმენტაციასთან გადამოწმება;
- საწარმოო ნახაზების წაკითხვა და მათ საფუძველზე საჭირო მონაცემების დამუშავება;
- საწარმოო და სააღრიცხვო მონაცემებზე დაყრდნობით შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
- წარმოების აღრიცხვასთან, დაგეგმვასა და კონტროლთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული დავალებების შესრულება.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება — სასურველია ტექნიკური, საინჟინრო, ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით;
- საწარმოო, სააღრიცხვო, დაგეგმვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
- მონაცემების დამუშავების, ანგარიშგების მომზადებისა და ანალიზის უნარი;
- საწარმოო ნახაზების წაკითხვის უნარი;
- მასალების ხარჯვის ნორმატივებთან მუშაობის ცოდნა ან შესაბამისი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტერიტორიული გაყიდვების სპეციალისტი
Financial Chain Corporation
