მძღოლის დამხმარე
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 23 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 23 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 29 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ბიდი პლუსი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 4
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს " ბიდი პლიუსი " წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo /Berrak (ჰიგიენური ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით). შპს "ბიდი პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის დამხმარის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ. თბილისი. სამუშაო საათები: 09:00-18:00 სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით ფუნქცია-მოვალეობები: ** შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან; ** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის ჩამოტვირთვა; ** სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით პროდუქციის მითვლა; ** ავტომობილის მართვა (გამონაკლის შემთხვევებში); საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** B - კატეგორიის მართვის მოწმობა; (სასურველია) ** სასაქონლე ზედნადებებთან მუშაობის გამოცდილება; ** სალარო აპარატით მუშაობის გამოცდილება; პიროვნული თვისებები: ** დეტალების მიმართ ყურადღებიანი; ** შრომისმოყვარე; ** პასუხისმგებლობიანი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdplus.ge . ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ბიდი პლიუსის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე. გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ავტოკარის/ელექტრო შტაბელიორის მძღოლი
ჰიპერმარკეტი Domino
მძღოლი - B კატეგორია
გასგო მოტორსი
≈ 1500 ₾
მძღოლ-ექსპედიტორი
ნიკორა ტრეიდი

