ფარმაცევტი/ფარმაცევტის თანაშემწე
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 13 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 13 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 19 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ლურჯი ჯვარი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სააფთიაქო ქსელი " ლურჯი ჯვარი " აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში . თუ გაქვთ შესაბამისი განათლება, გსურთ პროფესიული ზრდა სტაბილურ გარემოში და გიყვართ მომხმარებელზე ზრუნვა, სიამოვნებით მიგიღებთ ჩვენს გუნდში! ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის ფარმაცევტული პროდუქტების, მედიკამენტების, სამკურნალო კოსმეტიკისა და მოვლის საშუალებების პროფესიონალური შერჩევა და კონსულტაციის გაწევა; ** ექიმის დანიშნულების (რეცეპტის) სიზუსტის შემოწმება და მედიკამენტების გაცემა მოქმედი კანონმდებლობისა და წესების დაცვით; ** მომხმარებლისთვის წამლის მიღების წესების, დოზირებისა და შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; ** აფთიაქში პროდუქციის მიღება, დასაწყობება და თაროებზე განთავსება სტანდარტების შესაბამისად; ** ფარმაცევტული წესებისა და წესრიგის დაცვა სააფთიაქო სივრცეში. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფარმაციის მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ანაზღაურება: პირველი 3 თვის განმავლობაში ფიქსირებული ანაზღაურება, ხოლო მე-4 თვიდან — ფიქსირებული + ბონუსი; ** სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (2 დასვენების დღე); ** ჯანმრთელობის დაზღვევა: სრული სადაზღვევო პაკეტი; ** ფასდაკლების სისტემა: სპეციალური ფასდაკლება ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტებზე; ** მეგობრული სამუშაო გარემო. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: irakligagua077@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 577 371841.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ფარმაცევტის თანაშემწე
პსპ ფარმა
საპორტო ოპერაციების თანაშემწე
MSC Georgia
დირექტორის თანაშემწე / შოურუმის ადმინისტრატორი
Anat Amoroso
თბილისი, მთაწმინდა, რუსთაველის გამზ.
