როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 1–2 წელი
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 22 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 27 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ოსტეო დენტაშოპი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2 · საიდენტიფიკაციო კოდი: 406196753
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
გსურთ იმუშაოთ სტომატოლოგიის სფეროში, წარმოადგინოთ საერთაშორისო ბრენდები და თქვენი შედეგები პირდაპირ აისახოს შემოსავალსა და კარიერულ განვითარებაზე? " ოსტეო დენტაშოპის " წარმატებული და მეგობრული გუნდი იზრდება და ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ სამედიცინო წარმომადგენელს თბილისში. რას გააკეთებთ: ** ყოველდღიურად შეხვდებით ექიმებსა და კლინიკების წარმომადგენლებს; ** წარადგენთ კომპანიის სტომატოლოგიურ პროდუქტებსა და თანამედროვე გადაწყვეტილებებს; ** დაამყარებთ გრძელვადიან და სანდო ურთიერთობებს ექიმებთან; ** დაგეგმავთ და განახორციელებთ გაყიდვების აქტივობებს; ** მოიძიებთ ახალ პარტნიორებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს; ** იზრუნებთ არსებული მომხმარებლების განვითარებასა და გაყიდვების ზრდაზე; ** მიიღებთ მონაწილეობას პროფესიულ ღონისძიებებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში. ვის ვეძებთ: ** ადამიანს, რომელსაც უყვარს კომუნიკაცია და ადამიანებთან ურთიერთობა; ** სასურველია მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება სამედიცინო ან გაყიდვების სფეროში; ** კანდიდატს, რომელსაც შეუძლია ვიზიტების დაგეგმვა და ეფექტური follow-up; ** შედეგზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს; ** კანდიდატს, რომელსაც აქვს სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი; რას გთავაზობთ: ** ფიქსირებულ ანაზღაურებას — 1 500 ლარიდან , გამოცდილების შესაბამისად; ** გაყიდვებზე დაფუძნებულ გამჭვირვალე და მზარდ ბონუსს; ** ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს; ** სრულად დაფინანსებულ პროფესიულ ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ; ** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას; ** პროფესიულ და კარიერულ განვითარებას; ** მეგობრულ, მხარდამჭერ და წარმატებაზე ორიენტირებულ გუნდს; ** თანამედროვე და საინტერესო სამუშაო გარემოს. სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო. თუ გსურთ, თქვენი კომუნიკაციის უნარი რეალურ პროფესიულ წარმატებად და მზარდ შემოსავლად აქციოთ, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: info@dentashop.ge ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "სამედიცინო წარმომადგენელი". ჩვენ შესახებ: https://kbili.ge/ https://www.facebook.com/dentashopgeo გელოდებით გასაუბრებაზე — შესაძლოა, სწორედ თქვენ გახდეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრი!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სამედიცინო წარმომადგენელი
ლე ლაბორატუა სერვიეს
სამედიცინო წარმომადგენელი
ავერსის კლინიკა
სამედიცინო წარმომადგენელი
ავიტაფარმა
თბილისი, რუსთავი

