როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- საშუალო
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 19 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 25 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ლაიქ ჰაუსი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2 · საიდენტიფიკაციო კოდი: 445478563
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ ( https://www.likehouse.ge/ ), აცხადებს ვაკანსიას პარტნიორებისა და ზრდის (B2B) მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში . ძირითადი მოვალეობები: ახალი გაყიდვების აგენტებისა და სააგენტოების მოძიება , უძრავი ქონების გასაყიდად; კომპანიის გაყიდვების აგენტებთან(პარტნიორებთან) გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, რეგულარული შეხვედრები, ღონისძიებები, ტრენინგები; კომპანიის გაყიდვების აგენტების/პარტნიორების ბაზის რეგულარული დამუშავება; პარტნიორების დატრენინგება კომპანიის პროექტებთან სამუშაოდ; ახალი პროდუქტების შესახებ პარტნიორების ინფორმირება - პრეზენტაცია, ტრენინგი, კონსულტაციები; არსებულ პარტნიორებთან ხელშეკრულების პირობების შენარჩუნება, განახლება და მონიტორინგი; სააგენტოების გაყიდვის პროცესის CRM სისტემაში ასახვა; პარტნიორების მოზიდვისთვის საჭირო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და აღსრულება; ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება და ზრდის ინიციატივების შეთავაზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office). ბიზნესის განვითარების, პარტნიორული ურთიერთობების, B2B გაყიდვების ან კომერციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; პიროვნული თვისებები: გუნდურობა შედეგზე ორიენტირებულობა. კრეატიულობა. მოლაპარაკების წარმოების უნარი. პროცესებისა და დროის მართვის უნარი. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: nino@likehouse.ge , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „პარტნიორებისა და ზრდის (B2B) მენეჯერი“. დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს. პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
საბითუმო გაყიდვების მენეჯერი - B2B
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია
≈ 1500 ₾
გაყიდვების მენეჯერი
ბლექ სი გლობალ ინვენსტმენტს
ბათუმი
საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი
ჩერნოვეცკის ფონდი

