- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 20 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 26 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
არქი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 20 · საიდენტიფიკაციო კოდი: 200120975
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „ არქიში “ ვეძებთ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერს მისი ფუნქციები იქნება: მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა, პრობლემური საკითხების განხილვა და მათი მოგვარება; მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სქტუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი; მომხმარებლის მიერ, მოთხოვნილი ბინის სქემის შემუშავების/ცვლილების კოორდინაცია - ინფორმაციის მიწოდება არქიტექტორთან და მხარეებს შორის შეთანხმება; სხვადასხვა დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის გადახდის გრაფიკის ცვლილება; სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება; მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში; მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების გენერირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
SME ლიზინგის მენეჯერი - გაყიდვების მენეჯერი
თიბისი ლიზინგი
გაყიდვების მენეჯერი ავტოლიზინგის გუნდში
თიბისი ლიზინგი
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
CLC Elevator
