როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 3 წელი
- განთავსდა
- 23 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 23 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 29 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Inex Group
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 7
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია " ინექს გრუპი " აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. "ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე ანაზღაურება: 1800 ლარი + დანამატი სამუშაო აღწერილობა: ** საფოსტო გზავნილების უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; ** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სისუფთავის შენარჩუნება; ** კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა; ** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული ლოჯისტიკური დავალებების შესრულება. აუცილებელი მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** კოლეგიალურობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება. წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმეს (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს "ინექს გრუპის" მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: career@inex.ge . კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ავტოკარის/ელექტრო შტაბელიორის მძღოლი
ჰიპერმარკეტი Domino
მძღოლი - B კატეგორია
გასგო მოტორსი
≈ 1500 ₾
მძღოლ-ექსპედიტორი
ნიკორა ტრეიდი

