- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- განთავსდა
- 8 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 6 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 12 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
CMX Solutions
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 4
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენს“-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე. ამჟამად თბილისის გუნდში 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით , სხვადასხვა გერმანულ პროექტებში ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს: გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე. მდებარეობა: თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ მუშაობა დისტანციურად. სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით; მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება; მოთხოვნები: გერმანული ენის ცოდნა (B1.3, ან B2 დონე); გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა; მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები; სისხარტე, ოპერატიულობა; სიზუსტე, აკურატულობა; გუნდური მუშაობის უნარი; სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება; ჩვენ გთავაზობთ: ოფისიდან, ჰიბრიდულად, ან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას; სრულ, ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას; მორგებულ სამუშაო გრაფიკს; ფიქსირებულ ანაზღაურებას; ყოველთვიურ ბონუსს; რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდირებულ კანდიდატზე; ანაზღაურებად ტრენინგ კურსს; ჯანმრთელობის დაზღვევას; მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს; განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე - https://cmx-solutions.peopleforce.io/careers/v/77270-deutschsprachiger-kundenservicemitarbeiter-tiflis-georgien/a/new?source_id=25656 გისურვებთ წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მომხმარებელთა მომსახურების ასისტენტი
MSC Georgia


