რეგისტრატორი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 6 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 6 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 12 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
საქართველოს კლინიკები
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 12 · საიდენტიფიკაციო კოდი: 404476205
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" საქართველოს კლინიკები " აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას ქობულეთში . "საქართველოს კლინიკები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქობულეთი, აბაშიძის N 18 სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი კვირაში 5 დღე; ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია; ** პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება, ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად; ** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება; ** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება; ** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, განიხილებიან სტუდენტებიც; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ოპერატიულობა და მობილიზებულობა; განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 6 ნოემბერი, 2026 წელი დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება " რეგისტრატორი ქობულეთში". "საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
- მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
- ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
- დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
- დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
რეგისტრატორი
ევექსი
გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის რეგისტრაციის სპეციალისტი
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
რეგისტრატორი
რეპროარტი

