HR ადმინისტრატორი
- გამოცდილება
- დამწყები
- განთავსდა
- 23 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 23 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 29 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
PepsiCo
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 12
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"PepsiCo " წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს HR ადმინისტრატორის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პერსონალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოების სრული პროცესის მართვა (აყვანა, განთავისუფლება, გადაყვანა, დისციპლინური გადაცდომა, საკონტრაქტო პირობების ცვლილება და სხვ.) ** წინა სახელფასო დოკუმენტაციის წარმოებაში მხარდაჭერა ** თანამშრომელთა ყოველწლიური შვებულებების მართვა ** თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის ადმინისტრირება ** სხვადასხვა HR პროგრამებში ინფორმაციის ასახვა და მონიტორინგი ** ორგანიზაციული სტრუქტურის, პერსონალის რიცხოვნობის პერიოდული განახლება ** ყოველთვიური ანგარიშების მომზადება კანდიდატის პროფილი: ** უმაღლესი განათლება იურიდიული, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებებით ** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება HR ადმინისტრაციულ საქმიანობაში ** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური B2+ დონეზე ** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Word ცოდნა ** ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები ** ანალიტიკური აზროვნება ** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი ** მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული რას გთავაზობთ: ** HR ადმინისტრირების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებობა კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი: ** ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება ** სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა ** 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე ** კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები ** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი) ** სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა / ჰიბრიდული (40 სთ კვირაში) თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი განაცხადი ბმულზე 15 ნოემბრამდე . გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სასტუმროს მიმღების ადმინისტრატორი
სასტუმრო მუზეუმი
≈ 1000 ₾
შოურუმის ადმინისტრატორი
Anat Amoroso Fashion
≈ 50–70 ₾
