როგორ მივმართო
- განთავსდა
- 10 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 10 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 16 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ფიზიკური პირი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ბავშვებთან ურთიერთობის მოყვარულ ადამიანს - ოჯახის დამხმარეს / ძიძას , რომელიც დაგვეხმარება 5 წლის ლუკაზე ზრუნვაში, მის ყოველდღიურ გადაადგილებასა და საოჯახო საქმეებში. ძირითადი მოვალეობები: ** ლუკას პრესქულში წაყვანა და სახლში დაბრუნება; ** ბავშვის სხვადასხვა აქტივობაზე წაყვანა-წამოყვანა, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით; ** პრესქულიდან ან აქტივობებიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვთან ყოფნა, მასზე ზრუნვა და ასაკის შესაბამისი თამაშებით დაკავება მშობლის დაბრუნებამდე - დაახლოებით 19:00 საათამდე; ** ბავშვის პრესქულში ყოფნის პერიოდში სახლის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება, ყოველდღიურ საოჯახო საქმეებში დახმარება და საჭიროებისამებრ მცირე საყიდლების გაკეთება; ** ბავშვთან ყოფნის დროს მთავარი პრიორიტეტი მისი უსაფრთხოება და მასზე ყურადღებით ზრუნვაა. საოჯახო საქმეების კონკრეტული ჩამონათვალი წინასწარ შეთანხმდება. სასურველია: ** ბავშვებთან ურთიერთობისა და ოჯახში მუშაობის გამოცდილება; ** პუნქტუალურობა, ყურადღებიანობა და თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება; ** წინა დამსაქმებლის რეკომენდაცია; ** საკუთარი ავტომობილი და უსაფრთხო მართვის გამოცდილება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი; ** სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები და დაწყების დრო შეთანხმებით; დასრულება - დაახლოებით 19:00 საათზე; ** ანაზღაურება: 1800-2000 ლარი კვალიფიკაციიდან და გამოცილდებიდან გამომდინარე, სამუშაო გრაფიკისა და მოვალეობების გათვალისწინებით. ** საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში გადაადგილების ხარჯების დაფარვა ცალკე შეთანხმდება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ nino.japiashvili@gmail.com და მოკლედ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. ასევე მიუთითეთ, გყავთ თუ არა საკუთარი ავტომობილი.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მასწავლებლის დამხმარე/ძიძა
კერძო საბავშვო ბაღი
≈ 1200 ₾
მედდის დამხმარე
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
დამხმარე სპეციალისტი
საქართველოს ფოსტა
