დაბრუნების სპეციალისტი
- განთავსდა
- 23 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 23 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 29 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ორი ნაბიჯი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 19 · საიდენტიფიკაციო კოდი: 204571668
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ორი ნაბიჯი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დაბრუნების სპეციალისტი . "2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით. "2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ. კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას დაბრუნების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: 23:00-10:00, 2 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება სამუშაო ადგილი: გეზი, სოფელი გამარჯვება სამუშაო ადგილი: ბენეფიტები: საწყობამდე ტრანსპორტირება სამგორის მეტროდან, კვება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ფილიალებიდან დაბრუნებული და საწყობში დაზიანებული პროდუქციისა და ინვენტარის აღრიცხვა; ** უკან დაბრუნებული ინვენტარისა და ყუთების დათვლა, შესაბამის სივრცეში წესების დაცვით დალაგებისა და განთავსების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, პროცესში მონაწილეობის მიღება; ** დაზიანებული პროდუქციის დათვლა, დახარისხება და ფიზიკური და პროგრამული გადაადგილება დაზიანებული და ვადაგასული პროდუქციის საწყობზე; ** დაზიანებული და ვადაგასული საწყობების ინვენტარიზაციებში მონაწილეობის მიღება; ** ფილიალებიდან ჭარბი ნაშთის სახით დაბრუნებული პროდუქციის ზუსტი აღრიცხვა და კონკრეტული ნომენკლატურებისათვის განსაზღვრულ სივრცეში განთავსება; ** მომწოდებელთან დასაბრუნებლად მომზადებული პროდუქციის რაოდენობის თანდართულ დოკუმენტში მოცემულ რაოდენობასთან შესაბამისობის შემოწმება და კონტროლი; ** დასაბრუნებლად მომზადებული პროდუქციის მომწოდებლისთვის შესაბამის ვადებში დაბრუნების უზრუნველყოფა; ** დაზიანებულ საწყობზე განთავსებული პროდუქციის წინასწარ განსაზღვრული ჯერადით ყუთებში მოთავსება. პროგრამის მიერ განსაზღვრულ ლოკაციაზე განთავსება. ** ფილიალებიდან დაბრუნებული ყუთების მაღაზიათა ჭრილში მითვლა და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება: ** ნაშთების სისწორის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მაღაზიებისთვის რეკლამაციის დაფიქსირება; ** სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა; ** დაბრუნების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების უშუალო ხელმძღვანელისთვის შეტყობინება; ** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; ** საწყობის ტერიტორიაზე ინდივიდუალურად მინიჭებული დაცვის საშუალებების გამოყენება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** • უმაღლესი / არასრული უმაღლესი განათლება; ** • საწყობში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; ** • სასურველია კომპიუტერული პროგრამების MS Office (Word, Excel) ცოდნა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/oxttMJfd
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტერიტორიული გაყიდვების სპეციალისტი
Financial Chain Corporation