როგორ მივმართო
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 21 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 27 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
საქართველოს უსინათლოთა კავშირი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2 · საიდენტიფიკაციო კოდი: 206070222
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
ა (ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის სერვისების მართვის სამსახური წარმოადგენს კავშირის დამოუკიდებელ ოპერაციულ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი მიზანია წევრთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისების, დამხმარე საშუალებებისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამების ეფექტიანი დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და მიწოდება. სერვისის მიწოდების რეგიონული განვითარების მენეჯერის პოზიციის მიზანია რეგიონებში სერვისების მიწოდების პროცესის ეფექტიანი ორგანიზება და კოორდინაცია, კავშირის ფილიალების მხარდაჭერა, აგრეთვე ტიფლოტექნიკის და თეთრი ხელჯოხების მოძიებისა და შესყიდვის პროცესის მართვაში მონაწილეობა. ძირითადი მოვალეობები: ** რეგიონებში სერვისების მიწოდების პროცესის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა; ** რეგიონებში სერვისის მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა; ** კავშირის ფილიალებთან კოორდინაცია და მათი უზრუნველყოფა სერვისების პროგრამების ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციითა და ინფორმაციით; ** ტიფლოტექნიკის და თეთრი ხელჯოხების მომწოდებლების მოძიება; ** ტიფლოტექნიკის და თეთრი ხელჯოხების შესყიდვის პროცესის ორგანიზება და შესაბამისი პროცედურების განხორციელებაში მონაწილეობა; ** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მოწესრიგება; ** სერვისის მიწოდების მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, სოციალური მეცნიერებების, საჯარო მმართველობის ან შესაბამის სფეროში; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** შესყიდვების, სატენდერო პროცედურებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების, მათ შორის Microsoft Word-ისა და Excel-ის, ცოდნა; ** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები; ** სამუშაო პროცესების დაგეგმვის, ორგანიზებისა და კოორდინაციის უნარი; ** ინფორმაციის მოძიების, გაანალიზებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის უნარი; ** რეგიონებში მოქმედ ფილიალებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-16:00 საათი; ანაზღაურება: 1 836 ლარი (დარიცხული) დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sukavshiri@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "სერვისის მიწოდების რეგიონალური განვითარების მენეჯერი".
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
რეგიონალური ტერიტორიის განვითარების მენეჯერი
აიდიეს ბორჯომი თბილისი
თელავის მუნიციპალიტეტი, თელავი · ≈ 3740 ₾
რეგიონული ტერიტორიის განვითარების მენეჯერი
აი დი ეს ბორჯომი თბილისი
ტელე გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Future Bridge