ბიზნეს განვითარების მენეჯერი
- გამოცდილება
- 3 წელი
- განთავსდა
- 22 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 21 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 27 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ალტა
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 9
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" ალტა " აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბიზნეს განვითარების მენეჯერი , ჩვენ ვართ "ალტა", ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენ მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში, მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების. ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის 104 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30სთ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობა და ახალი პარტნიორობების განვითარება; ** ბაზრის ანალიზისა და ტენდენციების გათვალისწინებით პროდუქტების ასორტიმენტის დაგეგმვა და განვითარება; ** წლიური შესყიდვების, გაყიდვების გეგმებისა და მიზნობრივი პარამეტრების შედგენა; ** მარაგების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების განსაზღვრა, მონიტორინგი და დროული შესყიდვების ინიცირება; ** ფასდადების სტანდარტების განსაზღვრა და მარჟიანობის მუდმივი კონტროლი; ** გაყიდვების შედეგების ანალიზი, გეგმებთან შედარება და გადახრებზე რეაგირება; ** მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობა საცალო და საბითუმო მიმართულებებისთვის; ** მიმდინარე რეჟიმში გაყიდვების დინამიკისა და დაგეგმილი აქციების შესაბამისად შესყიდვების გეგმების კორექტირება; ** ბრენდებთან კომუნიკაციისა და მსოფლიო ტექნიკის ბაზრის ტენდენციებზე თვალყურის დევნებით მაღალ მოთხოვნადი, დეფიციტური მარაგების დროული იდენტიფიკაცია და სარეზერვო შეკვეთების ინიცირება ხელმძღვანელობასთან; ** ანგარიშგებების მომზადება და შედეგების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** სავალდებულოა კატეგორიის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ციფრული ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად; ** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა; ** ინგლისური (B2) და რუსული ენის ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია; ** სტრატეგიული აზროვნება; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ucTofzhb
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ტელე გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Future Bridge
გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Gina Records
≈ 1200 ₾
საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი
ჩერნოვეცკის ფონდი
≈ 1000–5000 $