საოპერაციოს მედდა
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 21 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 26 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 4 · საიდენტიფიკაციო კოდი: 212841424
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
" დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი " აცხადებს ვაკანსიას საოპერაციოს მედდის პოზიციაზე. "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" ვიანის ქსელში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალია, სადაც ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის (ნეონატალური, პედიატრიული და მოზრდილთა) სრული ამბულატორიული და სტაციონარული სამსახურია ხელმისაწვდომი. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი , ივ. ჯავახიშვილის ქ. N83ა სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი 5 სამუშაო დღე ძირითადი მოვალეობები: ** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების და პროტოკოლების შესრულება; ** საექთნო დოკუმენტაციის წარმოება (საექთნო ჩანაწერების სწორად, დროულად და ხარისხიანად წარმოება); ** სხვადასხვა ელექტრონულ მოდულებში მუშაობა; ** ხარჯთაღრიცხვის წარმოება დადგენილი პროცედურის მიხედვით: თავის სამუშაო საათებში გაწეული ხარჯის სწორად დაფიქსირება; ** სხვადასხვა ტიპის საინფუზიო მოწყობილობებთან მუშაობა; ** ოპერაციის დაწყებამდე საოპერაციო დარბაზში არსებული აპარატურის და ინვენტარის შემოწმება; ** საოპერაციო ბლოკში ოპერაციისთვის საჭირო ქირურგიული იარაღის (სპეციფიკიდან გამომდინარე), მედიკამენტის და სახარჯი მასალის მომზადება; ** პაციენტის მიღება და მოთავსება საოპერაციო მაგიდაზე ოპერაციისათვის საჭირო პოზიციაზე; ** ოპერაციის ხარისხიანი მართვა ქსელში დანერგილი პროტოკოლების შესაბამისად; ** ოპერაციის მსვლელობის დროს ექიმის ასისტირება; ** ოპერაციის მიმდინარეობის დროს საოპერაციო გუნდის ზედამხედველობა კონტროლი; ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან; ** პაციენტის ნიმუშების შეგროვება ლაბორატორიული ანალიზისთვის; ** ოპერაციის შემდეგ იარაღის დახარისხება, აღწერა მედდის დამხმარესთან ერთად; ** სამედიცინო სახარჯი მასალის, ინვენტარის, და აპარატურისა სწორი მოხმარება/მოვლა; ** ქირურგიული იარაღების შენახვა მოხმარებაზე პასუხისმგებლობა უფროს მედდასთან ერთად; ** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა; ** ჩაბარებული ინვენტარისა და სახარჯი მასალების გაფრთხილება გადაბარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი VI სემესტრიდან; ** სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი, 2026 დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე: wgmc_hr@vian.health ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 780 940. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
- მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
საოპერაციოს მედდა
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი
ქუთაისი
საოპერაციო დირექტორი
ბი ჯგუფი
მედდა
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
