როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- საშუალო
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 19 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 25 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
თიბისი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 117
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: SME ბანკირი - ბათუმის ფილიალი მოქმედების ვადა: 30/10/2026 ადგილმდებარეობა: ბათუმი დასაქმების ტიპი - შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე. ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვ სამუშაოს აღწერა შენ როგორც SME ბანკირი შეისწავლი დარგში არსებულ თითოეულ მედიუმ კლიენტს, მოახდენ მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების სისტემატურ ანალიზს და მათზე მორგებულ, დივერსიფიცირებულ საბანკო/ფინანსურ პროდუქტებს შესთავაზებ; აქტიურად იზრუნებ სასესხო და სადეპოზიტო პორტფელის ზრდაზე, ახალი კლიენტების მოზიდვასა და შენს მართვაში არსებული პორტფელის მომგებიანობაზე; მუდმივად შეინარჩუნებ მედიუმ კლიენტების მომსახურების მაღალ ხარისხს, იქნები მათი ინტერესების გამტარებელი და სტრატეგიული მრჩეველი; მუდმივად მონიტორინგს გაუწევ მართვაში არსებული პორტფელის ხარისხს და უზრუნველყოფ რისკების დროულ იდენტიფიცირებას; ჩაატარებ ვიზიტებს პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან, მოიძიებ საჭირო ინფორმაციას და ფინანსურ ანალიტიკოსებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფ სესხის გაცემის პროცესის ოპერატიულად და ეფექტურად წარმართვას. ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს: გაყიდვების ძლიერი უნარები და შედეგებზე ორიენტირებულობა; დამარწმუნებელი, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის ნიჭი; სხარტი, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება; ინიციატივა, ახალი კლიენტების მოზიდვისა და გამოწვევების ძიების სურვილი; საქმიანობის ორგანიზების, პრიორიტეტების დასახვისა და დროის მართვის უნარი; გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი. კვალიფიკაცია კვალიფიკაცია და გამოცდილება: ბიზნეს (საშუალო/მსხვილ) კლიენტებთან ურთიერთობისა და აქტიური გაყიდვების გამოცდილება; ბიზნეს პორტფელის მართვის (Portfolio Management) წარმატებული გამოცდილება; ფინანსური მაჩვენებლებისა და მონაცემების ბაზისური გაგება (კლიენტის საჭიროებების სწორად შესაფასებლად და ანალიტიკოსებთან კომუნიკაციისთვის) AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს:
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
SME ბანკირი
თიბისი
ბათუმი
