მასალების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 5 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 5 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 11 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Go-Playgrounds
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 6
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდსი" არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო. "გოუ-ფლეიგრაუნდსი" ეძებს გუნდის ახალ წევრს მასალების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი , გაგარინის N 2; ** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით; ** ანაზღაურება: 2500-3000 Net . ძირითადი პასუხისმგებლობა: საწარმოო მასალების მოძრაობის, ხარჯვისა და ნაშთების სრულყოფილი აღრიცხვა და კონტროლი. ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობიდან გატანილი მასალების აღრიცხვა და შესაბამის სისტემაში/დოკუმენტაციაში დაფიქსირება; ** მასალების მიბმა კონკრეტულ პროდუქტებზე, შეკვეთებსა და პროექტებზე; ** წარმოებაში გამოყენებული მასალების რაოდენობრივი კონტროლი; ** ფაქტობრივი ხარჯვის შედარება დადგენილ ნორმებთან და ცდომილობების დაფიქსირება; ** ნარჩენების, დაბრუნებადი მასალებისა და დანაკარგების აღრიცხვა და ანალიზი; ** წარმოებაში დარჩენილი მასალების იდენტიფიცირება და საწყობში დაბრუნების კონტროლი; ** საწყობის ნაშთების მონიტორინგი და მარაგების კონტროლი; ** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და ფაქტობრივი/სისტემური ნაშთების შედარება; ** მასალების ხარჯვისა და მარაგების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება; ** გადახარჯვის, დანაკარგებისა და არაეფექტური გამოყენების მიზეზების გამოვლენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ბუღალტრული აღრიცხვის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** სასურველია დამატებითი კვალიფიკაცია სასაწყობო აღრიცხვის, მარაგების მართვის ან საწარმოო აღრიცხვის მიმართულებით; ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღრიცხვის, საწყობის, მარაგების მართვის, საწარმოო აღრიცხვის ან მსგავს პოზიციაზე. პიროვნული უნარები: ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა. თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — მასალების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერი. რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში. "გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
≈ 1200–1500 ₾
სამუშაოთა მწარმოებელი / ხარისხის კონტროლის მენეჯერი
სოლუმ პერსპექტივა
თბილისი
ინფექციის კონტროლის მენეჯერი ექთანი
სამედიცინო კომპანია