ზოგადი ქირურგი
როგორ მივმართო
- განთავსდა
- 29 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 29 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 4 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ევექსი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 22 · საიდენტიფიკაციო კოდი: 405670000
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა. "ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ევექსი აცხადებს ვაკანსიას ზოგადი ქირურგის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდის პოლიკლინიკა სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები: ** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით ** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას ** პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება ** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება ** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა ** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ ** ქრონიკული შემთხვევების მენეჯმენტი ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება ვაკანსიის მოთხოვნები: ** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება ** აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი ზოგადი ქირურგიაში ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა ** სასურველია ბაზისური გულფილტვის რეანიმაციია (BLS) ვალიდური სერტიფიკატი ** აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში ** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა) ** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა ჩვენთან შენ მიიღებ: ** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე. ** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ: cv@evex.ge . "ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
დღის ექთანი / პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტი
ჟორდანიას კლინიკა
თბილისი · ≈ 1100 ₾
დღის ექთანი - პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტი
ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა
ექთნის დამხმარე ზოგად სტაციონარში
თოდუას კლინიკა
თბილისი, დიდუბე, თევდორე მღვდლის ქ.

