გაყიდვების მენეჯერი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 2 წელი
- განთავსდა
- 13 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 13 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 19 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
TNET
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 5
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
შემოუერთდი TNET ის გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე! http://www.tnet.ge სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00. შენი როლი "თინეთში": ** პოტენციური კლიენტების მოძიება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება; ** მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება; ** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა — პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; ** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და მხარდაჭერა; ** კომერციული შეთავაზებების, ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; ** გაყიდვების რეპორტინგი და შედეგების ანალიზი; ** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი. ** ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ: ** გაქვს გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (B2B გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვა; ** შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო და მართო გაყიდვების პროცესი; ** ხარ შედეგზე ორიენტირებული, პროაქტიული და პასუხისმგებლიანი; ** ფლობ Excel-სა და MS Office-ის პროგრამებს; ** CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. თინეთში დაგხვდება: ** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა; ** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი; ** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები; ** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება; ** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის; ** მოქნილი სამუშაო გარემო. თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge პერსონალური მონაცემების დაცვა: შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: ** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა: შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
SME ლიზინგის მენეჯერი - გაყიდვების მენეჯერი
თიბისი ლიზინგი
გაყიდვების მენეჯერი ავტოლიზინგის გუნდში
თიბისი ლიზინგი
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
CLC Elevator