როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- საშუალო
- განთავსდა
- 23 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 22 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 28 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
თბილღვინო
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 6 · საიდენტიფიკაციო კოდი: 209437242
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში " თბილღვინო " აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე. ძირითადი ამოცანები: ყოველდღიურად მიღებული შეკვეთების შესაბამისად განსაზღვრული პროდუქციის მითვლა და დატვირთვა; დღის მანძილზე მარშრუტით განსაზღვრული შეკვეთების ობიექტზე უსაფრთხოდ, დაუზიანებლად ტრანსპორტირება; მიტანილი პროდუქციის ობიექტისთვის მითვლა და სისწორის დადასტურება; ობიექტებიდან დაბრუნებული პროდუქციის ადგილზე მითვლა და საწყობში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; ავტომანქანის სისუფთავის და ტექნიკური გამართულობის მუდმივ რეჟიმში კონტროლი; მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ავტომობილის მართვის მოწმობის B კატეგორია; მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა; აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა. სამუშაო პირობები: ანაზღაურება - 1,800 ლარი (NET); კომპანია უზრუნველყოფს და ფარავს ჯანმრთელობის დაზღვევას; სამუშაო ადგილი: დავით სარაჯიშვილის #2, თბილისი; სამუშაო საათები: 09:00 - 18:00; სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995595895418 ან გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
დისტრიბუტორ-ოპერატორი
ბარისტო
თბილისი · ≈ 2000 ₾
თბილისი · ≈ 1400–1700 ₾
თბილისი · ≈ 1100–1500 ₾
