მექანიკური სისტემების ინჟინერი
- დასაქმების ტიპი
- კონტრაქტი
- გამოცდილება
- 5 წელი
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 6 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 12 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
არქი
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 20 · საიდენტიფიკაციო კოდი: 200120975
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
კომპანია " არქი ", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქი"-ში ვეძებთ მექანიკური სისტემების ინჟინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ძირითადი ფუნქციები: ** საპროექტო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი მექანიკური სისტემების (ხანძარქრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე და საირიგაციო სისტემები,) საპროექტო ნახაზების, ანგარიშებისა და გამოთვლების განხილვა და შესაბამისობის დადასტურება; ** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა ტექნიკურ დავალებასთან, ადგილობრივ სამშენებლო ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან (მაგ. NFPA, EN 12845); ** პროექტირების ეტაპზე რეკომენდაციების შემუშავება ხარჯეფექტური, ენერგოეფექტური და ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტების მისაღებად; ** პროექტში ჩართულ მომიჯნავე დისციპლინებთან (არქიტექტურა, კონსტრუქცია, HVAC, ელექტროობა) კოორდინაცია, საპროექტო გადაკვეთების (კოლიზიების) აღმოფხვრისა და საინჟინრო კომუნიკაციების სივრცითი ინტეგრაციისთვის; ** პროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური შენიშვნების/კომენტარების მომზადება; ** ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამუშაო ნახაზების, მასალების დამტკიცების ფორმებისა და შესრულების მეთოდოლოგიის განხილვა და დამტკიცება. ** ობიექტზე სამუშაოების შესრულების ინტენსიური მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისობა დამტკიცებულ ნახაზებთან და დამკვეთის მოთხოვნებთან. ** წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე და ხანძარქრობის სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლი. ** მექანიკური სისტემების გამოცდის პროცესის ზედამხედველობა. ** სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება შენობის სისტემების ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** ადგილობრივი ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (მაგ. NFPA 13/14/20 ხანძარქრობისთვის, IPC, EN, DIN სტანდარტები); ** საპროექტო და საინჟინრო პროგრამების (AutoCAD, Revit MEP) პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მექანიკური ინჟინერი
ანაქსი
სამოქალაქო ინჟინერი
ლარსენ ენდ ტოუბრო ლიმიტედი
Java Backend ინჟინერი
Exxeta
