უფროსი იურისტი
- გამოცდილება
- 3 წელი
- განთავსდა
- 29 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 29 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 4 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
ბანკი ქართუ
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 4 · საიდენტიფიკაციო კოდი: 204891652
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
- სს " ბანკი ქართუ " აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი იურისტის თანამდებობაზე.
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ** ბანკის შიდა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- ** მომწოდებლებთან, მომსახურების გამწევ პირებთან, პარტნიორებთან და სხვა კონტრაგენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- ** ბანკის პროდუქტებისა და პროექტების დანერგვისა და შემუშავების სამართლებრივი მხარდაჭერა;
- ** ბანკის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების განხილვა და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება;
- ** სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- ** საკანონმდებლო და რეგულატორული ცვლილებების მონიტორინგი, ბანკის ხელშეკრულებებსა და შიდა დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება და ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ** კორპორატიული საბანკო ხელშეკრულებების, მათ შორის, საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, აკრედიტივების, იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და მათზე მოლაპარაკების წარმოება;
- ** კორპორატიული კლიენტების სამართლებრივი შემოწმება, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების, კორპორატიული გადაწყვეტილებების და ხელმოწერის უფლებამოსილების შესწავლა;
- ** კლიენტებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- ** პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესის მხარდაჭერა და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულო:
- ** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
- ** არანაკლებ 3 წლის გამოცდილება კომერციულ ბანკში, სხვა საფინანსო ორგანიზაციაში ან ფინტექ კომპანიაში;
- ** საბანკო კანონმდებლობის, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცოდნა;
- ** ინგლისური ენის ფლობა;
- სასურველი:
- ** სასურველია ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (ადვოკატთა გამოცდის ჩაბარება საერთო ან სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
- ** სასურველია რუსული ენის ცოდნა.
- სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:
- ** ლოგიკურად აზროვნების უნარი;
- ** გუნდური მუშაობის უნარი;
- ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სამშენებლო სამართლის უფროსი იურისტი
არქიტექტონი
ტექნიკური განყოფილების უფროსი
ტავ ჯორჯია
უფროსი მუშა
კაზინო აჭარა
≈ 2000 ₾