როგორ მივმართო
- განთავსდა
- 24 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 24 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 30 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
საქართველოს კინოლოგიური აკადემია
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 1
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"საქართველოს კინოლოგიური აკადემია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მობილოგრაფი / კონტენტ-კრეატორი / SMM სამუშაო გრაფიკი და ფორმატი: ** საველე გადაღებები: კვირაში 3 დღე (ინდივიდუალური გასვლები ლოკაციებზე, პარკებში, ქალაქის გარემოში და ჯგუფურ ვარჯიშებზე); ** დამატებითი გადაღების დღე: საჭიროების შემთხვევაში (იშვიათად), შესაძლებელია დაემატოს გადაღების 1 დღე, რომელიც ანაზღაურდება დამატებითი ბონუსით; ** პოსტ-პროდაქშენი და მართვა: დისტანციურად (მონტაჟი, ტექსტების მომზადება, სოციალურ ქსელებში განთავსება). ძირითადი მოვალეობები: კადრების დაჭერა და საველე გადაღება: ** აკადემიის ყველა ახალი მოსწავლის პირველი შეხვედრის/დიაგნოსტიკის სავალდებულო დაფიქსირება; ** ძაღლების წვრთნისა და ქცევის კორექციის პროცესის დინამიკური გადაღება; ** ჯგუფური ვარჯიშებისა და სოციალიზაციის პროცესის ენერგიული კადრების გადაღება; ** სპორტული, სწრაფი და ემოციური მომენტების დაჭერა უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქტორის მითითებების სრული დაცვით. ვიდეომონტაჟი და კონტენტის წარმოება: ** ყოველდღიური აქტივობა: სთორი (Stories), რილსი (Reels) და პოსტი ყოველდღიურად - ძირითადი მასალის სწორი ადაპტაციითა და ფორმატირებით კონკრეტული პლატფორმის აუდიტორიაზე (Instagram, TikTok, Facebook); ** YouTube Shorts: კვირაში 3 დასრულებული ვიდეო რგოლი; ** YouTube Full Video: თვეში 2 სრული ფორმატის ვიდეო (ქეისების დეტალური ისტორიები, ვლოგები, საგანმანათლებლო ვიდეოები); ** დინამიკური ჭრა, ფერთა კორექცია, სუფთა ხმის დამუშავება, ეფექტური სათაურების (Hooks), ქართული გამართული სუბტიტრებისა და თემატური მუსიკის შერჩევა. სოციალური მედიისა და ვებგვერდის მართვა: ** კონტენტ-კალენდრის შედგენა და წარმოება; ** დამზადებული მასალის განთავსება პლატფორმებზე: Instagram, Facebook, TikTok, YouTube; ** გამართული ქართული აღწერების (Captions), სწორი ჰეშთეგებისა და სათაურების შედგენა; ** აკადემიის ვებგვერდზე ახალი ვიზუალური მასალის (ფოტო/ვიდეო), საინფორმაციო ბლოგ-პოსტებისა და მიმდინარე სიახლეების პერიოდულად ატვირთვა, ვიზუალური განახლება და მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (დინამიკური ვიდეოების პორტფოლიო სავალდებულოა); ** საკუთარი სამუშაო ტექნიკის ფლობა (მაღალი გარჩევადობის სმარტფონი ან კამერა, სტაბილიზატორი, უსადენო მიკროფონი; დრონის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად); ** სამონტაჟო პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (CapCut, Premiere Pro, DaVinci Resolve ან მსგავსი); ** ძაღლებთან ურთიერთობის კომფორტი, სიმშვიდე და უშიშროება - სამუშაო მოიცავს სხვადასხვა ჯიშისა და ქცევის მქონე ძაღლებთან შეხვედრას; ** მობილურობა და ლოკაციებზე დამოუკიდებლად გადაადგილების მზადყოფნა. რას გთავაზობთ: ** ანაზღაურება: 2, 600₾ - 3, 000₾ (მზარდი სისტემით: საწყისი ანაზღაურება - 2, 600₾, ყოველთვიური გარანტირებული მატება +100₾ სამუშაო დისციპლინისა და შედეგების მიხედვით, 3, 000₾-მდე); ** ბონუსი: იშვიათი საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გადაღების დღეზე ცალკე ბონუს ანაზღაურება; ** დინამიკურ, საინტერესო სამუშაო პროცესს და შემოქმედებით თავისუფლებას კონტენტის დაგეგმვისას; ** (შენიშვნა: პოზიცია არ ითვალისწინებს ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯების ანაზღაურებას). როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო/ნამუშევრების ბმულები (განსაკუთრებით ვიდეო რგოლები) ელფოსტაზე: georgiancynologicalacademy@gmail.com
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
სოც. მედიის კონტენტ კრეატორი
ამბასადორი თრეველი
კრეატიული კონტენტის შემქმნელი
e-commerce company