ბრენდ მარკეტინგის მენეჯერი
როგორ მივმართო
- გამოცდილება
- საშუალო
- განთავსდა
- 21 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 21 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 27 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
რედ ბული
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"რედ ბული " აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. ბრენდ მარკეტინგის მენეჯერი (BMM) ხელმძღვანელობს მარკეტინგულ აქტივობებს, რომელთა მიზანია ბრენდის ცნობადობის (top-of-mind awareness), ბრენდისადმი სიყვარულის, აქტუალურობისა და მოხმარების ზრდა, რაც საბოლოოდ ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და ბრენდისადმი ერთგულების გაძლიერებას უწყობს ხელს. BMM-ები განასახიერებენ ჩვენს პირობას, "გლობალურ ბრენდს ადგილობრივი სახე მივცეთ": ქმნიან, გეგმავენ და ახორციელებენ ინოვაციურ ადგილობრივ ბრენდ-კამპანიებს და ზრუნავენ, რომ ბრენდი ყველგან თანმიმდევრულად და ზუსტად იყოს წარმოდგენილი. მარკეტინგის გუნდის ერთ-ერთი ძირითადი წევრის რანგში, თქვენ ჩაუდგებით სათავეში მომხმარებელზე ორიენტირებული ადგილობრივი მარკეტინგული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც მარკეტინგული მიქსის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ბრენდს სიცოცხლეს შთაბერავს. პასუხისმგებლობები, რომელსაც მოგანდობთ: მომხმარებლის ინსაიტები: ** კარგად გაიცანით მომხმარებელი და გახდით მისი ხმა ბრენდში: ადგილობრივი ინსაიტების, დემოგრაფიისა და ფსიქოგრაფიის ცოდნით მოახდინეთ გავლენა ბრენდის მარკეტინგულ სტრატეგიასა და მის განხორციელებაზე. ** შექმენით ინკლუზიური და კულტურულად რელევანტური მარკეტინგული კომუნიკაციები და გამოცდილებები, რომლებიც ავთენტურად ასახავს ადგილობრივ თემებსა და მათ მრავალფეროვნებას. ** მუდმივად გამოავლინეთ მომხმარებელთა განვითარებადი ტრენდები და შესაძლებლობები, რათა Red Bull-ის მარკეტინგმა მომხმარებლები ახალი და საინტერესო გზებით ჩართოს აქტივაციებში. ბრენდ მარკეტინგი: ** დაიცავით ბრენდის ღირებულება (brand equity) და დარწმუნდით, რომ ადგილობრივი ბრენდ-აქტივობები (ბრენდი, სპორტი, კულტურის პროექტები) გლობალურ სტრატეგიასა და სტანდარტებს შეესაბამება; ადგილობრივ გუნდებს გაუწიეთ უკუკავშირი და ქოუჩინგი. ** შეიმუშავეთ და განახორციელეთ ინოვაციური, ინსაიტებზე დაფუძნებული 360° ადგილობრივი მარკეტინგული კამპანიები და მომხმარებელთა აქტივაციის გეგმები, რომლებიც ზრდის პროდუქტზე მოთხოვნას და ცნობადობას, აძლიერებს ბრენდის ღირებულებას, ჩართულობასა და აქტუალურობას და ხელს უწყობს მოხმარების ზრდას. ** იქნებით პასუხისმგებელი კრეატიული მასალების შემუშავებაზე, ბრიფების წერასა და დამტკიცების პროცესზე იმ გამორჩეული მასალებისთვის, რომლებსაც მომხმარებელი ნახავს მაღაზიებში, ონლაინ სივრცეში და ფილდზე. ** უზრუნველყავით სტრატეგიის თანმიმდევრულობა კამპანიის ყველა ელემენტში და შექმენით ისეთი ინსტრუმენტები და რესურსები, რომლებიც "საუკეთესო კლასის" (best-in-class) შესრულებას უზრუნველყოფს. ინიციატივები და გაყიდვების მხარდაჭერა: ** ჩაუდექით სათავეში პროდუქტის ყველა ლონჩს და შეიმუშავეთ ფუნქციათაშორისი გეგმები ქვეყნის მასშტაბით. ** დარწმუნდით, რომ ვიზუალური იდენტობა (look & feel) შესაძლებლობისას ადგილობრივ მარკეტინგულ მასალებს ეყრდნობა და ამავე დროს ადგილობრივ/გლობალურ კრეატიულ სტანდარტებს შეესაბამება. ** გამოიყენეთ ადგილობრივი პროგრამები საცალო ქსელებში გაყიდვების გასაზრდელად. ** უზრუნველყავით, რომ პროდუქტის სტრატეგია სწორად აისახოს ადგილობრივ ღონისძიებებზე: ღონისძიებებზე პროდუქტის განთავსების სქემები (planogram) შეათანხმეთ ინიციატივების გუნდთან და გეგმის სწორად შესასრულებლად ივენთ მენეჯერებთან იმუშავეთ. ** გამოავლინეთ ადგილობრივი ნიუანსები, რომლებიც მარკეტინგის გუნდმა გაყიდვის წერტილის მასალების (POS) შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოს. ** უზრუნველყავით POS სტრატეგიის სწორი შესრულება: ხელმძღვანელობდეთ ბაზრის ადგილობრივ ვიზიტებს, რეალურ დროში გაუზიარეთ უკუკავშირი დისტრიბუციის გუნდებს/ ითანამშრომლეთ გაყიდვების გუნდთან, რათა მათ ჰქონდეთ სათანადო მასალები და ინსტრუმენტები გაყიდვის წერტილში კომუნიკაციისთვის. ** შეიმუშავეთ მოხმარების ოქეიჟენების სტრატეგიები, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიის თანმიმდევრულობას, საუკეთესო შესრულებას და ბრენდისა და მოხმარების მდგრად ზრდას. ** ითანამშრომლეთ Sports, Culture და Media Network გუნდებთან ბრენდ-ინიციატივების შედეგების გასაუმჯობესებლად. ** შეიტანეთ წვლილი ბრენდ მარკეტინგის საუკეთესო პრაქტიკების ჩამოყალიბებაში: განსაზღვრეთ მკაფიო KPI-ები, სისტემატურად აკონტროლეთ შედეგები და კამპანიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში გაუზიარეთ მიღებული გაკვეთილები. ** ჩაუდექით სათავეში კამპანიების ადგილობრივად რელევანტურ სტრატეგიებად და შესრულების გეგმებად გარდაქმნას. რეკლამა და კრეატივი: ** გაუზიარეთ სარეკლამო გუნდს ადგილობრივი ინსაიტები, რათა დაგეგმოს და განახორციელოს სარეკლამო გეგმები. ** გაუწიეთ კონსულტაცია მედია გეგმებსა და კრეატივებზე, რათა მედია მიქსი და კრეატივები ადგილობრივ მომხმარებელს მოერგოს. ** შეიმუშავეთ მკაფიო კრეატიული ბრიფები, რათა სააგენტოებმა მსოფლიო დონის კრეატიული პროდუქტი შექმნან. ბიუჯეტის მართვა, ანგარიშგება და ბრენდის სტანდარტები: ** უზრუნველყავით სტრატეგიის თანმიმდევრულობა კამპანიის ყველა ელემენტში და "საუკეთესო კლასის" შესრულება. ** განსაზღვრეთ ყველა კამპანიისთვის შესაბამისი და გაზომვადი მარკეტინგული მიზნები. ** გულდასმით მართეთ ბრენდ მარკეტინგის ბიუჯეტები ქვეყნის მასშტაბით. ** მუდმივად დააკვირდით კონკურენტების მარკეტინგულ აქტივაციებს და გაუზიარეთ ისინი გლობალური ბრენდ გუნდს. გამოცდილება: ცოდნისა და გამოცდილების სფეროები, რომლებიც ამ როლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: ** ბრენდ მარკეტინგის 4+ წლიანი გამოცდილება. ** მყარი გამოცდილება მომხმარებლის მარკეტინგსა და საცალო აქტივაციაში, სასურველია FMCG გარემოში. ** ციფრული და სოციალური მედიის პრაქტიკული ცოდნა. ** ადგილობრივ ბაზრებზე სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება. ** ბიუჯეტების მართვისა და ტრადიციული თუ არატრადიციული ბრენდ მარკეტინგის სტრატეგიებთან მუშაობის გამოცდილება. ** პროექტების მართვის გამოცდილება იდეიდან განხორციელებამდე. ** წარმატებული მუშაობა თანამშრომლობით და კრეატიულ გარემოში. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: Ketevan.Sidamonidze@redbull.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
ბრენდ მენეჯერი
ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი
ჩერნოვეცკის ფონდი
≈ 1000–5000 $
კატეგორიის მენეჯერი
ციტადელი