- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- საშუალო
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 19 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 25 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 10
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, რევაზ ლაღიძის ქ. №8 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის, წლიური სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების კოორდინაცია; 360° მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და ეფექტიანობის შეფასება, ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების მხარდაჭერის მიზნით; მარკეტინგული კომუნიკაციის კონცეფციების, კრეატიული ბრიფებისა და სარეკლამო მასალების შემუშავებისა და წარმოების პროცესის მართვა, ბრენდის სტანდარტების დაცვით; ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის, ვებგვერდისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მარკეტინგული აქტივობებისა და კონტენტის დაგეგმვა და კოორდინაცია; ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების ბაზარზე წარდგენის, პოპულარიზაციისა და პარტნიორული მარკეტინგული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება; ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, სამიზნე სეგმენტების საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული ინიციატივების დაგეგმვა; მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობისა და ძირითადი KPI-ების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება; მარკეტინგული ბიუჯეტის შესრულების, პროექტების ვადებისა და ხარისხის კონტროლი, დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა; სარეკლამო სააგენტოებთან, მედიასთან, ინფლუენსერებთან, მომსახურების მომწოდებლებსა და კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა მარკეტინგული პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით. რას ვითხოვთ: უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით; მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ინტეგრირებული კამპანიებისა და პროექტების მართვის მიმართულებით; ბრენდის მართვის, ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიისა და მარკეტინგული კომუნიკაციის კარგი ცოდნა; ციფრული სარეკლამო პლატფორმებისა (Meta Ads, Google Ads) და ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა; მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვის, ხარჯების კონტროლისა და ანგარიშგების გამოცდილება; სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, შემოქმედებითი მიდგომა, ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები; MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის) კარგი ცოდნა და ინგლისური ენა არანაკლებ B2 დონეზე. კანდიდატის შერჩევის ეტაპები: საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება; გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება; პერსონალური მონაცემების გადამოწმება; წინასახელშეკრულებო ეტაპი:შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი; ცნობა ნასამართლეობის შესახებ. რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე:
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი
ჩერნოვეცკის ფონდი
≈ 1000–5000 $
კატეგორიის მენეჯერი
ციტადელი
საწყობის მენეჯერი საავიაციო ტერმინალში
საქართველოს ფოსტა

