როგორ მივმართო
- დასაქმების ტიპი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- დამწყები
- განთავსდა
- 20 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 18 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 23 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Green and Purple Georgia
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 2
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
Green & Purple Georgia აცხადებს ვაკანსიას: მერჩენდაიზერი / პრესელერი - 1,500 ლარამდე ხელზე ანაზღაურება: 1,000 ლარი ფიქსირებული + 400–500 ლარამდე ბონუსი (NET) სამუშაო ადგილი: თბილისი გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00 CV არ გაქვს? პრობლემა არაა! განაცხადის შევსება მარტივია — https://jobs.eco.com.ge/ გაიცანი ჩვენი ბრენდები! გინდა შენი ყოველდღიური საქმე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების განვითარებას დაუკავშირო? Green & Purple Georgia არის მზარდი FMCG სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: Del Monte — მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, მრავალწლიანი ისტორიით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხილის წვენებს, გამაგრილებელ სასმელებსა და ხილის პროდუქტებს. Instagram: https://www.instagram.com/delmonte_georgia/ Grüne Kraft — გერმანული საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და ეფექტურობაზე. Instagram: https://www.instagram.com/grunekraftgeo/ ჩვენი მიზანია, ეს ბრენდები კიდევ უფრო მეტ მომხმარებლამდე მივიტანოთ და მაღაზიებში მათი საუკეთესო წარმოდგენა უზრუნველვყოთ. ახლა კი ვეძებთ ახალ თანაგუნდელს — შეიძლება სწორედ შენ! რას გააკეთებ? ეს არ არის მხოლოდ თაროების მოწესრიგება! შენ გექნება საკუთარი სავაჭრო ობიექტები და შესაძლებლობა, რეალურად იმოქმედო ბრენდების განვითარებასა და გაყიდვებზე. მოინახულებ მაღაზიებს წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით; გააკონტროლებ პროდუქციის მარაგებს და გააფორმებ შეკვეთებს; იზრუნებ, რომ ჩვენი ბრენდები თაროებზე კარგად ჩანდეს; შეამოწმებ ფასებს, აქციებსა და ვარგისიანობის ვადებს; ითანამშრომლებ მაღაზიების გუნდებთან; მოიძიებ დამატებითი განთავსებისა და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობებს; გაგვიზიარებ მოკლე ფოტორეპორტს შესრულებული სამუშაოს შესახებ. შენ ჩვენი ადამიანი ხარ, თუ: გიყვარს აქტიური სამუშაო და არ გინდა მთელი დღე ოფისში ჯდომა; ადამიანებთან კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა; ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და ინიციატივიანი; შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა; თავისუფლად იყენებ სმარტფონს; გინდა ისწავლო, განვითარდე და შენი შრომის შედეგი დაინახო. გამოცდილება არ გაქვს? No worries! მთავარია მონდომება — სამუშაო პროცესს გასწავლით. მერჩენდაიზინგის ან გაყიდვების გამოცდილება და საკუთარი ავტომობილის ქონა დამატებითი უპირატესობაა. რას მიიღებ ჩვენგან? 1,000 ლარი ფიქსირებული ხელფასი (ხელზე); 400–500 ლარამდე ყოველთვიური ბონუსი (ხელზე), შედეგების მიხედვით; ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება შეთანხმებული პირობებით; წინასწარ დაგეგმილი სამუშაო მარშრუტები; მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება; სწავლისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; გუნდი, სადაც შენს იდეებსა და ინიციატივას მნიშვნელობა აქვს. როგორ შემოგვიერთდე? CV არ გაქვს? არანაირი პრობლემა! შეავსე მოკლე ონლაინ განაცხადი და გაგვეცანი. CV სავალდებულო არ არის გამოცდილება აუცილებელი არ არის განაცხადის შევსება ტელეფონიდანაც შეგიძლია შეავსე განაცხადი აქ:
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მერჩენდაიზერი/პრესეილერი
Green and Purple Georgia
≈ 1000 ₾
მერჩენდაიზერი
აიდიეს ბორჯომი თბილისი
თბილისი · ≈ 1320 ₾
მერჩენდაიზერ-პრისეილერი
ბიდი კომპანი (Ferrero)
თბილისი