პროდუქტის სპეციალისტი
- გამოცდილება
- გამოცდილი
- განთავსდა
- 16 ოქტომბერი 2026
- ბოლო ვადა
- 16 ნოემბერი 2026 · დარჩენილია 22 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
Talkpal
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 5
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით. "Talkpal"-ის პროდუქტების (Web, iOS, Android, Business App) განვითარებისთვის ვეძებთ პროდუქტის სპეციალისტს , რომელიც დისტანციურად იმუშავებს პროდუქტის ანალიტიკაზე, ფუნქციონალის სპეციფიკაციებსა და ექსპერიმენტებზე. შენი ძირითადი სამუშაო: ** პროდუქტის Roadmap-ის ფორმირებაში მონაწილეობა - მონაცემების, მომხმარებელთა უკუკავშირისა (Feedback) და ბიზნესმიზნების ანალიზის საფუძველზე პრიორიტეტების განსაზღვრა; ** ახალი ფუნქციონალის სპეციფიკაციების (User Stories, Acceptance Criteria) გაწერა და მათი დანერგვის პროცესის კოორდინაცია დიზაინისა და დეველოპმენტის გუნდებთან ერთად; ** მონაცემთა ანალიზი და კონვერსიის ოპტიმიზაციის (CRO) ინიციატივების შემუშავება; ** A/B ტესტების დაგეგმვა, გაშვება და შედეგების ანალიზი; ** მომხმარებლის ქცევის, შეფასებებისა (Reviews) და მხარდაჭერის გუნდში (Support) შემოსული მიმართვების ანალიზი პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით; ** კონკურენტებისა და AI ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი; ** პროდუქტის ძირითადი მეტრიკების მონიტორინგი და რეგულარული რეპორტინგი (ანგარიშგება). შენ მოგაქვს: ** ანალოგიურ პოზიციაზე 5 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება, სასურველია B2C მობილურ ან Subscription პროდუქტში; ** ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და A/B ტესტირების პრაქტიკა; ** დეველოპერებთან და დიზაინერებთან მუშაობის გამოცდილება Agile გარემოში; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. რატომ უნდა შემოგვიერთდე: ** გახდები სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის ნაწილი; ** გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება; ** მეგობრული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი. დამატებითი ინფორმაცია: ** ადგილმდებარეობა: დისტანციური; ** დასაქმების ტიპი: კონტრაქტორი (B2B / მომსახურების ხელშეკრულება). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს "Talkpal, Inc." ის თქვენთან შესაძლო სამომავლო ურთიერთობის მიზნით. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://zurl.to/Y2N6?source=jobs.ge
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
გამომცემლობის სპეციალისტი/კონსულტანტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტერიტორიული გაყიდვების სპეციალისტი
Financial Chain Corporation