როგორ მივმართო
- გამოცდილება
- 1 წელი
- განთავსდა
- 28 სექტემბერი 2026
- ბოლო ვადა
- 28 ოქტომბერი 2026 · დარჩენილია 3 დღე
- განცხადების ენა
- განცხადება ქართულად
დამსაქმებელი ციფრებში
მედ-დიაგნოსტიკა
- თანამშრომელი
- მალე
- საშუალო ხელფასი
- მალე
ღია ვაკანსია: 11 · საიდენტიფიკაციო კოდი: 400308387
კომპანიის სრული ინფორმაციააღწერა
მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები. "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 200-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს; COVID 19-ის მიმართულებით კვლევებს როგორც ადგილზე, ისე გამოძახებით. "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე: სამუშაო ადგილი: ზუგდიდი სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ანაზღაურება: განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით ფუნქცია-მოვალეობები: ** ლაბორატორიის ყველა მიმართულებაში არსებული ანალიზატორების სრული ოპერატორული და ფუნქციური მომსახურების უზრუნველყოფა; ** კალიბრაციის და შიდალაბორატორიული კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად დადგენილი პროცედურის მიხედვით; ** ხარისხის გარე კონტროლის პროცედურების შესრულება და შედეგების ონლაინ პლატფორმაზე ატვირთვა; შედეგების სტატისტიკური ანალიზის ჯგუფური განხილვა, არავალიდური გადახრების ანალიზი, პოტენციური მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრის პროცედურების განხორციელება; ** ოპერატორული მოვლის "maintenance" პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის კალენდრის მიხედვით და შესაბამისი დოკუმენტირება აღრიცხვის ფორმაში; ** საანალიზო პროცედურების შესრულება დროულად და ხარისხიანად; ** გამოკვლევის შედეგების დამუშავება, შესაბამისობის კონტროლი და ვალიდაცია ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში; ** რეაქტივების, საკალიბრო მასალების და საკონტროლო ხსნარების ვადების ქრონოლოგიის მკაცრი დაცვა; მარაგების თვალყურის მიდევნება; მარაგების მართვის სპეციალისტთან ერთად მარაგების აღწერების პროცესების უზრუნველყოფა და წარმოშობილი აუცილებლობების იდენტიფიცირება და მონიტორინგი; ** სამუშაო პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემური საკითხის განხილვა ლაბორატორიის ადმინისტრაციულ გუნდთან; ** შიდა პროცედურებში განსაზღვრული მოვალეობების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება - სამედიცინო განხრით; ** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი); ** ლაბორატორიული პროცესის ეტაპების სრულყოფილი ცოდნა, ანალიზური და პოსტანალიზური პროცედურების უზრუნველყოფა; ** პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კომუნიკაბელური. შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეს გადარჩევა; ** ინდივიდუალური გასაუბრება. ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მოემზადე გასაუბრებისთვის
8 კითხვა, რომლებსაც ამ ვაკანსიაზე სავარაუდოდ დაგისვამენ.
კითხვების სანახავად შედი ანგარიშში. შესვლა
მსგავსი ვაკანსიები
მორიგე ექიმი-ლაბორანტი
კლინიკა ჰელსიკორი
ექიმი-ლაბორანტი
Gaia IVF Clinic